მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ქედაში ინფო-ტური მოეწყო

ინფო-ტური

აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის (GTIA)-ს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 15 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტში ინფო-ტური მოეწყო.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, ფედერაციის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს, მუნიციპალიტეტში ტურიზმის მიმართულებების პოპულლარიზაციის მიზნით, ახალდაფუძნებულმა შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" ორგანიზაციის ხედვა და სამომავლო გეგმები პრეზენტაციის სახით გააცნო. სტუმრებს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა, რომელმაც ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაზე ისაუბრა. ინფო ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქედის ისტორიულ მუზეუმი, სადაც ექსკურსია ჩაატარა უშუალოდ მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ. მოინახულეს: მახუნცეთის თაღოვან ხიდთან არსებული "თემოს მარანი", ზენდიდის ციხესთან არსებული "ენრიკეს მარანი". მოეწყო თეთრი ,წითელი და ვარდისფერი სხვადასხვა სახეობების ღვინის დეგუსტაცია და დავით მახაჭაძის ორგანიზებით ვახშამი ,,რესტორანი ჭალაში."