ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: Moody’s-ის შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებული რეფორმების განგრძობით ხასიათს

სოსო არჩვაძე - ექსპერტი
ეკონომიკის საკითხებში
1632215770
დაკოპირებულია

„ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე უკვე მესამე მსხვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Moody’s“-მა - გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება და დატოვა იგი უცვლელად Ba2 დონეზე, დაადასტურა რა იმავდროულად, მისი სტაბილური პერსპექტივა.

მიუხედავად პანდემიის პერიოდის ურთულესი გამოწვევებისა, აღნიშნული ავტორიტეტული სააგენტოს მიერ ჩვენი ქვეყნის შეფასების შენარჩუნების ფაქტორები შემდეგია: ა) ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა; ბ) პანდემიამდელ პერიოდში გატარებული სისტემური რეფორმები; გ) სახელმწიფოს პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტები,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშს საქართველოს შესახებ.

მისი თქმით, ის, რომ ქართული მხარე წლებია ინარჩუნებს აქტიურ, ეფექტიან ურთიერთობებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ.

„Moody’s“-ს შეფასებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და ბიზნესის დასახმარებლად.

ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაჩქარება და მაკროეკონომიკური ინდიკატორების უმრავლესობის მიხედვით პანდემიამდელი დონის დაძლევა. სააგენტო პოზიტიურად აფასებს საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების პერსპექტივებსაც,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ექსპერტის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ აღნიშნულ შეფასებას აქვს არა მარტო შემეცნებითი, არამედ მაღალი გამოყენებითი ღირებულება იმიტომ, რომ: ჯერ ერთი, აღნიშნული შეფასება ფაქტობრივად იზიარებს Fitch-სა და S&P-ს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ ანალოგიური ტიპის შეფასებებს და მათთან რეზონანსულად, მთლიანად ეწერება ქვეყნის სარეიტინგო შეფასებათა საერთაშორისო „ფარვატერში“;

მეორე, აღნიშნულ შეფასება იძლევა კიდევ ერთ მკაფიო, ხმამაღალ და ობიექტურ შეტყობინებას ქართული სახელმწიფოს მდგრადობასა და მის ადეკვატურ რეაგირებაზე ქვეყნის შიდა თუ გარე ეკონომიკურ გამოწვევებთან მიმართებაში;

მესამე, „Moody’s“-ის ვერდიქტი ხაზს უსვამს ქვეყნის ფინანსური, საბანკო-საკრედიტო ინსტიტუტების მდგრადობასა და სანდოობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა საზღვარგარეთული კერძო ფინანსური ინსტიტუტებისა და პოტენციური ინვესტორებისათვის.

„სააგენტო თვლის, რომ რეფორმების განგრძობადი ხასიათი და შიდა რესურსების უფრო სრული და ეფექტიანი გამოყენება, რისკების დაბალანსება და ეკონომიკური აქტივობებების, მათ შორის ექსპორტის დივერსიფიცირება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირებას, ისე უახლოეს მომავალში საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც.

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს შეფასება და პოზიტიური პროგნოზი მთლიანად ემყარება როგორც ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალსახად გაცხადებულ რეფორმების განგრძობით ხასიათს და იმ პოლიტიკას, რომელიც უკვე იძლევა პრაქტიკულ შედეგს ეკონომიკური ზრდის მაღალი, რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლების სახით“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.