მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Tesla-ს წილი ელექტრომობილების ბაზარზე 28%-მდე გაიზარდა

ტესლა

Tesla კაპიტალიზაციასთან ერთად ბაზარზე თავის წილსაც ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში რეალიზებული 179 ათასი მოდელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს არც ისე ბევრით, 13%-ით აღემატება, მისი წილი ელექტრომობილების ბაზარზე გაორმაგდა და 28%-ს მიაღწია.

წილის ზრდა პანდემიის ფონზე სხვა ავტომწარმოებლების გაყიდვების ვარდნამ გამოიწვია. ელექტრომობილის შეძენის მსურველი, როგორც ჩანს მასკს და მის კომპანიას სხვებზე მეტად ენდობა. ახალი Tesla model 3-ის ფასი $35 000-დან იწყება, რომელიც 1 დამუხტვით 350 კმ-ს გადის. გარბენის, დიზაინისა და სხვა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფასი საკმაოდ კონკურენტულია.

გაყიდვებისა და საბაზრო წილის ზრდას კომპანიის ღირებულების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. 20 აგვისტოს მდგომარეობით Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $353 მლრდ-ს აღწევს, რაც 1 წლის წინანდელ ღირებულებას 8-ჯერ აღემატება. $85 მლრდ-ს აჭარბებს მასკის ქონებაც და ის პლანეტის სიმდიდრით მე-5 ადამიანია.