მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: „ანაკლიის კონსორციუმი“ ახალი ინვესტორის მოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

ეკონომიკის მინისტრი ბრიფინგზე 2020

„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. ეს მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობაა, რომ ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელი შეგვიშალონ. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუ კი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, როცა საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ, კონსორციუმმა, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა.

„კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი 29 ივლისს შეიტანა.