მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: ექსპორტი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, იმ ძალას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას ქმნის

თურნავა პომპეოს ვიზიტზე

„ოქტომბრის თვეში საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 21.2 %-ით, მთლიანობაში კი ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე მიწოდება, მიმდინარე წლის 10 თვეში  გაზრდილია 4.7 %-ით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას.

„თანდათან მცირდება კლების ტემპი, თანდათან ვანულებთ კლებას, გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე და ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, არის ამ პროცესის ერთ-ერთი ლოკომოტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მართლაც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.