მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს“ - ნათია თურნავა

 მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით განათავსა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიამ ეკონომიკურ განვითარებას თავისი დაღი დაასვა.

„ახლა ვითარება ისეთია, იმდენად მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის დამკვიდრებული, რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დავგეგმოთ, რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს.

დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.