მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვანო მაჭავარიანი: მთავრობა მილიარდ ლარამდე ხარჯების დაზოგვას გეგმავს

ფინანსთა მინისტრი, 2020

მთავრობა კორონავირუსის პანდემიის ქვეყნის შიგნით 700-მილიონიდან მილიარდ ლარამდე ხარჯების დაზოგვას გეგმავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გაცხადებულია, რომ ხელისუფლება 300 მილიონ ლარს დაზოგავს და ეს იქნება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებიდან, მეორე ნაწილია კაპიტალური ხარჯები.

„300 მილიონის დანაზოგი მთავრობამ მხოლოდ მიმდინარე ხარჯებიდან მოახერხა, ეს არის მივლინებები, check in Georgia, სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ვეღარ ტარდება და ა.შ. ძირითადი ტვირთი სწორედ ამ ღონისძიებებზე მოდის, რომლებიც ვერ ტარდება.

რაც შეეხება კაპიტალურ ნაწილს, იქაც გვაქვს სერიოზული დანაზოგები. ჯამურად ვსაუბრობთ, 700-მილიონიდან მილიარდამდე დანაზოგზე. რატომ ვფრთხილობ ამ რიცხვის დასახელებისას? თუ მოგვიწვია შეზღუდვების დიდხანს გაგრძელდება, მეტის დაზოგვა მოხდება, თუმცა, თუ შედარებით სწრაფად მოხდება გახსნა, უკან შემოვატრიალებთ და განვაახლებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩამოვკიდეთ”,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.