ეკონომიკა

„ვიზეარი“ მზადაა, ვილნიუსი–ქუთაისის პირდაპირი ფრენები აღადგინოს

ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
ბრიფინგი 2020
1590126351
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლა აღსადგენად მზადაა.

„ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

აღნიშნული სამინისტრო ლიეტუვაში ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.

„შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფექციური საავადმყოფოს
გენერალური დირექტორი
თენგიზ ცერვცაძე Pia.ge

„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632328746

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632335315

„ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632335036

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს ეხმიანება.

1632334111
2 ოქტომბრის არჩევნებში
ხმის ელექტრონულად
დათვლის საპილოტე პროექტი -
კრწანისის საარჩევნო
ოლქში იმიტირებული
არჩევნები ჩატარდა

2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ელექტრონულად დათვ...

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ გამარჯვება...

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები“ - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 0...

საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.