მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2000 ლარი ხელფასი მასწავლებლებს... უფასო კვება მოსწავლეებს... - როგორია 2020 წლის სასკოლო დაპირებები?

კლასი სკოლაში

ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკა - ამისთვის საჭიროა კარგი განათლება. არჩევნების წინ ყველა პოლიტიკური პარტია პირობას დებს, რომ ქართული განათლება ევროპულ განათლებას გაუტოლდება. ძირითადად პირობა პირობად რჩება და განათლების სისტემაში ისევ პრობლემებია.

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. პარტიები უკეთეს მომავალს გვპირდებიან, ბუნებრივია, მათ საარჩევნო პროგრამაში ადგილი განათლებასაც უკავია. დაპირებებს შორისაა მასწავლებლების შრომის დაფასება და ხელფასის ზრდა, ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები...

ბავშვები საბაზისო ცოდნას სკოლაში იღებენ. სკოლიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლამდე, მნიშვნელოვანია, როგორი ხარისხის განათლებას მიიღებენ ისინი საწყის ეტაპზე. რას გვპირდებიან პარტიები ამ მიმართულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - რა წერია პროგრამაში?

kartuli-otsneba_o_h.jpeg

მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;

საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;

რა გააკეთა მანამდე?

  • გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება
  • სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა
  • გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი
  • სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა
  • 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით
  • ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - რა წერია პროგრამაში?

natsionaluri-modzraoba_o_h.jpeg„მოსწავლეებს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი მასწავლებლები ეყოლებათ და დასავლური საგანმანათლებლო პროგრამებით ისწავლიან.

სკოლას ბავშვის განვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგია, ლაბორატორიები და მდიდარი ბიბლიოთეკა ექნება.

მოზარდის თავისუფალ, აქტიურ, პასუხისმგებლობისა და პერსპექტივის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის ყველა შესაძლებლობა შეიქმნება.

სკოლა და ქვეყანა ქუჩური გარჩევების, დანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისგან გათავისუფლდება“, - წერია „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში.

რა პირობას დებს?

200 ლარიანი სასკოლო ვაუჩერი;

პედაგოგების ხელფასი - 2 000 ლარი და მეტი;

ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები.

„ევროპული საქართველო“ - რა წერია პროგრამაში?

evropuli-sakartvelo_o_h.jpegქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, თუ განათლებას სათანადო ყურადღება არ მიექცევა. უკეთესი განათლება გვჭირდება, რათა გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის მაღალი ტემპი.

საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას.

გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში, აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.

„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან როგორ გაზარდოს:

სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს მინიმუმ 1 000 ლარამდე გაეზარდოს.

„ლეიბორისტული პარტია“ - რა წერია პროგრამაში?

პარტიის დაპირება - უფასო ერთჯერადი კვება სასკოლო დაწესებულებებში.leiboristuli-partia_o_h.jpeg

„წარმატებული, ძლიერი, ეკონომიკურად მზარდი და სოციალურად სტაბილური სახელმწიფოს მთავარ საყრდენს წარმოადგენს განათლება. ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისად ქვეყნის მომავალში რესურსების ინვესტირება უნდა იყოს“,- აცხადებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“.

  • ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი, რაც პოზიტიურ ცვილებას შეიტანს მოსწავლეთა აღმზრდელობით კომპონენტში, ასევე მკვეთრად შეამცირებს ბულინგისა და ჩაგვრის შემთხვევებს
  • სასკოლო მასალა სრულ შესაბამისობაში მოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებთან
  • მოხდება სასწავლო დაწესებულებების დეპოლიტიზირება. პედაგოგები და ლექტორები ორიენტირებულნი იქნებიან სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და არა საარჩევნოდ ხმების შეგროვებაზე
  • შეიქმნება ცალკე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში ბავშვთა უფლებებათა დაცვის შესახებ
  • ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ომბუცმენის აპარატი

„ლელო“ - რა წერია პროგრამაში?

lelo_o_h.jpegქართული განათლება = ევროპულ განათლებას

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა;

თანამედროვე და უსაფრთხო სკოლა;

მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება;

ოჯახის თანამონაწილეობა სკოლის მართვაში;

სკოლის დეპოლიტიზირება, სკოლის საკადრო, ფინანსური და ლოჯისტიკური დეცენტრალიზაცია;

დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის.


„სტრატეგია აღმაშენებელი“ - რა წერია პროგრამაში?

პირდაპირი წესით არჩეული სკოლის დირექტორები;strategia-aghmashenebeli_o_h.jpeg

მასწავლებლის მინიმალური ხელფასი - 1 000 ლარი;

ვაუჩერის გათანაბრება საჯარო და კერძო სექტორში;

საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია;

ყოველწლიურად 500 მასწავლებლის სტაჟირება უცხოეთში.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.