მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

57,6% დავით სერგეენკო,13,3% ალეკო ელისაშვილი -Survation-ის კვლევა საბურთალოს ოლქში

კვლევით ორგანიზაცია Survation-ის კვლევა წინასაარჩევნოდ - 30.09.2020

კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა. პირველი საბურთალოს მაჟორიტარული ოლქია.

კანდიდატთა რეიტინგები საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

  • დავით სერგეენკო „ქართული ოცნება" - 57,6%

  • ალექსანდრე ელისაშვილი „მოქალაქეები" - 13,3%

  • ბადრი ჯაფარიძე ლელო" - 9,1%

  • ირაკლი ოქრუაშვილი „გამარჯვებული საქართველო" - 6,8%

  • თაკო ჩარკვიანი „კანონი და სამართალი" - 4,8%

  • კახა ძაგანია „პატრიოტთა ალიანსი" -3,7%.

  • ლევან გოგიჩაიშვილი „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" - 3,3%

  • მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს - 1,4%

პარტიული სიმპატიები ამავე, საბურთალოს ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • „ქართული ოცნება" - 54,5%

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%

  • გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,7%

  • „გირჩი" - 5,3%

  • „ევროპული საქართველო" - 5,0%
  • „პატრიოტთა ალიანსიც" - 5,0%

  • „ლელო" - 4 ,8%

  • „ერთიანი საქართველო" - 1,7%

  • „თავისუფალი დემოკრატები" - 0,7%

  • სხვა - 3,4%

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

  • თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს გამოკითხულთა - 78%

  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 8%

  • 50/50 -9%

  • არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.