მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადამ კინზინგერი: მოვუწოდებ საქართველოში ყველას, მივიდეს არჩევნებზე

ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონკრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მოვუწოდებ ყველას, წავიდეს არჩევნებზე, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ხელი შეუწყოს ამ პროცესის წარმართვას ნორმალურ ვითარებაში. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს გაყალბებას, დაშინებას და ამომრჩევლის მოსყიდვას,“ - წერს კინზინგერი.

მისი განცხადებით, ამერიკა და საქართველო მოკავშირეები არიან და აშშ-ს საქართველოს იმედი აქვს.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.