მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ახალგაზრდებს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია

აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ახალგაზრდებს შეხვდა.

"ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფასო ფაკულტეტები დაემატა, ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრაზე პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი პროცესი და სწორედ ისინი არიან რეალურად ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე.