მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

არჩევნები 2020

10.03.2021 04:32 „ქართული ოცნება“ - 41.51%, ენმ - 28.93%, „საქართველოსთვის“ - 8.31% - სამოქალაქო საარჩევნო კომისიის თბილისის წინასწარი შედეგები

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის პარალელური დათვლის წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ამავე ცნობით, დათვლილია უბნების 15.39%.

პარალელური დათვლის შედეგებით, ამ დროისთვის პარტიებს შორის ხმების მაჩვენებელი ასეა გადანაწილებული:

N41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41,51%

N5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 28.93%

N 25 გახარია - საქართველოსთვის - 8.31%

N9 ლელო - 3.39%

10.02.2021 20:52 „თბილისი მთავარი მაჩვენებელია საქართველოს შედეგების“ - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია ეგზიტპოლების შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, თბილისის პარტიული რეიტინგები იმის გამო გასაჯაროვდა, რომ დედაქალაქს ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს.

„ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს თბილისს, გაყალბების და მოსყიდვის კუთხით გაცილებით ნაკლებია ის, რაც ჩვენ ვნახეთ მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვმუშაობდით, ბუნებრივია, ყველა მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ყველაზე კვალიფიციური კვლევითი ორგანიზაცია IPSOS ყველაფერს შეძლებდა ისედაც...

ჩვენი გადაწყვეტილება შარშანდელი მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, სიტყვა „რეფერენდუმის“ სიმხურვალიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ასე... თბილისი მთავარი მაჩვენებელია საქართველოს შედეგების“, - განაცხადა გვარამიამ.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს ამბებს

🚩 99.9% დათვლილია - როგორ გადანაწილდა ხმები?

🚩 არჩევნების შედეგები - ოფიციალური მონაცემები (განახლებადი)

🚩 „ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

🚩 „ქართული ოცნება“52.26 %, ენმ 25. 33% - „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი

🚩 იმედის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს

04.11.2020 18.39 თალაკვაძე: დღეს გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი პლურალისტური, პოლიტიკურად უფრო სტაბილური და მრავალფეროვანი ყოფილიყო, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა.

იხილეთ ვრცლად ბმულზე.

04.11.2020 13:51 კობახიძე: 1 პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასე არ იქნება

დღეს, 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 31 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძეს თქმით, ეუთო/ოდირს შეხვედრაზე მათ გამოთქვეს იმედი, რომ ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი მე-10 მოწვევის პარლამენტში.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციას მე-2 ტურისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ბუნებრივია მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პროვილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს.

მათ შორის არის სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან დაკავშირებით კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც და ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე პასუხს მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„ჩვენ ვისთან და რა მოლაპარაკება გვაქვს ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს თქმით, 1 პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა.

„1 პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

03.11.2020 15:30 ინაშვილი: ვერანაირი გარემოებით ვერ აიხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა 3%

„ვერანაირი გარემოებით ვერ აიხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა ასეთი დაბალი მაჩვენებელი ანუ 3%“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ინაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჩააბარა.

„თავიდანაც არ მესმოდა და ახლაც არ მესმის რას ნიშნავს სატელიტი. თავიდანვე ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს,„ქართული ოცნების“ არაერთი მინისტრი თუ თანამდებობის პირი იყო ან „ობიექტივის“ წამყვანი ან ჩვენი თანამებრძოლი. მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ გაემიჯნა მთავარ ღირებულებას, ჩვენ რა თქმა უნდა აღმოვჩნდით სხვადასხვა ნაპირზე და ბანაკში. ის იყო ბრძოლის სხვა ეტაპი და იმ იდეალებს დიდი ხანია „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

03.11.2020 14:02 ოქრუაშვილი: გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები იქნება

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება.

„ეს ერთსულოვნება ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული. გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე, სადაც მათ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

03.11.2020 12:40 „უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე“ - ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის მოთხოვნაა, შედეგები ბათილად გამოცხადდეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

„ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ოპოზიციურ პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი.

ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდეს ამ ე.წ. პარლამენტში.

ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად არ მივიჩნევთ, რადგან ის უკანონო ქმედებების შედეგადაა არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის, მოთხოვნაა ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკო-ს დაკოპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

03.11.2020 12:35 ბაქრაძე: ამ არჩევნების შედეგად ლეგიტიმური პარლამენტი ვერ შეიქმნება

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი.

დავით ბაქრაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია და თანხმდება იმაზე, რომ არ შევიდეს პარლამენტში.

„ყველა ხელმომწერი პარტია და არამხოლოდ ისინი ვინც ბარიერი გადალახა, არამედ მთელი ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგად ვერ შეიქმნება ლეგიტიმური პარლამენტი“, - აცხადებს ბაქრაძე.

03.11.2020 12:30 გიორგი მარგველაშვილი: მმართველი პარტია უნდა მიხვდეს ვითარების სირთულეს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

დღეს, 3 ნოემბერს საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები და ოპოზიციის გადაწყვეტილება შეაფასა.

„არცერთმა სადამკვირვებლო მისიამ და ორგანიზაციამ არ თქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ასე რომ ხმების გადანაწილებაზე საუბარი საკმაოდ არაადეკვატურია, როდესაც სამართლიანობას ვერ ვადგენთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილომა.

- ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, რას ფიქრობთ მათ გადაწყვეტილებაზე?

- სამწუხაროდ, ოპოზიციას დღესაც იგივე მიზანი აქვს, რაც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება საქართველოში, ეს არის ხმების დაცვა.

როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, ის იმ მოთხოვნასაც აყენებს, რომ პარტიამ მათი ხმები დაიცვას. სამწუხაროდ, დღეს ეს მიზანი არ შეცვლილა საქართველოში. ხმების დაცვა კვლავ საჭიროა და ამას ვერ ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია.

ამიტომ ოპოზიცის მიზანი, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმები არის ის მანდატი, რომლითაც ისინი მოქმედებენ და ბუნებრივია მათ უნდა დაიცვან დემოკრატია.

როგორც გიორგი მარგველაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას აცხადებს, უარის თქმა და ბოიკოტი ტაქტიკური ნაბიჯებია, რომელსაც ისინი ახორციელებენ.

- ისინი ამომრჩევლის ხმას იცავენ და არიან გაერთიანებულები, დანარჩენი ტაქტიკის საკითხია. აქ არიან გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან რას აკეთებენ.

- რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

- ძნელია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს მიზანი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ, რომელმაც ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი გაიაზროს პოლიტიკური ვითარება, გამოწვევები და წავიდეს დიალოგზე.

მმართველი პარტია უნდა მიხვდეს ვითარების სირთულეს და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პოლიტიკური კრიზისი ააცილონ ქვეყანას.


03.11.2020 00:40 თამარ ჟვანია მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს

„იმ შემთხევაში მივიღებ გადადგომის გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ოპოზიციური პარტიების ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო ქართველი ხალხის არჩევანის ზუსტად დასაფიქსირებლად ყველაფერს აკეთებს.

„თამარ ჟვანია იმ შემთხევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული.

ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს“,- განცხადა თამარ ჟვანიამ.

02.11.2020 23:12 ანდრეს ფოგ რასმუსენი: პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო

„საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო“, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა სოციალური ქსელის უფიციალურ გვერდზე 2020 წლის საპარალემნტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერა.

მისი თქმით, არჩევნებში გარე ძალების ჩარევის შემთხვევები არ გამოვლენილა.

02.11.2020 22:27 ირაკლი ოქრუაშვილი: აუცილებელი იქნება ქუჩაც და მაგიდასთან საუბარიც

„ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროცესს მოთმინებითა და ნებისყოფის გამოჩენით. პროცესი არ იქნება მოკლე, არამედ იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი. გვესმის, რომ აუცილებელი იქნება ქუჩაც, მაგიდასთან საუბარიც, როგორც უცხოელებთან, ასევე, ერთმანეთში“, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მან საპარალემნტო არჩევნებს „ერისა და საზოგადოების შეურაცხყოფა უწოდა“ და ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარის თქმის გამო მადლობა გადაუხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნები ჯერ გაკეთებული არ აქვთ.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საბოლოო დასკვნები არჩევნების შესახებ ჯერ გაკეთებული არ აქვთ, რადგან პროცედურები არ არის ამოწურული. უნდა დაველოდოთ ამ პროცედურებს“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

02.11.2020 18:52 ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ნიკოლ ფაშინიანის და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

02.11.2020 18:29 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

მათი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

02.11.2020 18:28 „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში არ შედის

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკანორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს არ ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ გადაწყვეტილებაა - არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან. იქ არავის არაფერი გვესაქმება. მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

02.11.2020 18:19 „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შედის

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიქნებით თქვენი მხარდაჭერის ერთგულები და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ისტორიამ მოიტანა, ვაცხადებთ, რომ არ ვცნობთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

02.11.2020 18:16 „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არ შედის

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიქნებით თქვენი მხარდაჭერის ერთგულები და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ისტორიამ მოიტანა, ვაცხადებთ, რომ არ ვცნობთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ახლა დგას არჩევანი დემოკრატიულ სახელმწიფოსა და ბიძინა ივანიშვილის ქვეყანას შორის,

გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მხარდამჭერებს 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

02.11.2020 18:13 „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში არ შედის

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკანორ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მას შემდეგ, რაც მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ, რომ 31 ოქტომბერს არ ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ გადაწყვეტილებაა - არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან. იქ არავის არაფერი გვესაქმება. მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

02.11.2020 18:03 „ლელო“ პარლამენტში არ შედის

„ლელო“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პოლიტიკური გაერთიანების იდეას სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ. ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

02.11.2020 17:53 „გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

„გირჩი“ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს“, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციას ითვალისწინებს.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

02.11.2020 16:16 ანა დოლიძე ცესკო-ს თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

დოლიძე საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის საქმე შეისწავლონ.

„დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიასი და კიდევ ვინც გამოვლინდება ამ პროცესში, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

02.11.2020 16:09 პარლამენტში არც „პატრიოტთა ალიანსი“ შევა

„პატრიოტთა ალიანსი“ მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ PIA.GE-ს პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს გამართავს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, მივაღწევთ იმას, რომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდეს და თავიდან ჩატარდეს“,- აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.

გოჩა თევდორაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც იგივე მოთხოვნები აქვთ, „პატრიოტთა ალიანსი“ მაინც დამოუკიდებლად იმოქმედებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ველზე „პატრიოტთა ალიანსი“ იყო დამოუკიდებლად, აქციებსაც დამოუკიდებლად მართავდა. ახლაც, არჩევნების ბათილად ცნობისთვის აქციებს დამოუკიდებლად წარვმართავთ. ამის ადამიანური რესურსი ჩვენ გვაქვს“,- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ინფორმაციისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

02.11.2020 15:24 რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?

PIA.GE ამ საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა, რომელიც განმარტავს:

მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს - ვინ არის არჩეული პარლამენტის წევრად, პირველ სხდომაზე მინიმუმ 76 ადამიანი თუ მივა, სხდომა უფლებამოსილი იქნება, დაიწყოს მუშაობა.

მინიმუმ 76-მა წევრმა პირველ რიგში უნდა ცნოს არჩეულად გამოცხადებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება. არა მხოლოდ მათი, ვინც სხდომაზე მივიდა, არამედ ყველასი, ვინც ცესკო-მ არჩეულად გამოაცხადა.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თუ ამ უფლებამოსილებაცნობილ წევრთა რაოდენობა 100 ან მეტი იქნება, პარლამენტი უკვე შეიძენს სრულ უფლებამოსილებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს გადადგომა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

02.11.2020 15:23 შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

„რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მეშვეობითა და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით, თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგები არის უკანონო, არალეგიტიმური და ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება არის დაუშვებელი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე მაჟორიტარმა დეპუტატებმაც უარი უნდა თქვან.

„იქ არა მარტო ოპოზიცია, არამედ „ქართული ოცნებაც“ არ უნდა შევიდეს, მათ შორის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც უარი უნდა თქვან მანდატებზე“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

02.11.2020 14:11 „ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შევა

„ეს არჩევნები არ იყო, არც თავისუფალი არც სამართლიანი და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და უარს ვამომბთ შევიდეთ პარლამენტში, ასევე არ ვაპირებთ მეორე ტურში მონაწილეობას“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

02.11.2020 14:02 ხუხაშვილი: კრიზისი გარდაუვალია, ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

ექსპერტის შეფასებით, ქვეყანა იგივე წრეზე ტრიალებს და ხელისუფლება ყველა მანკიერ მეთოდს იყენებს.

ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება წინამორბედს დაემსგავსა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ იგივე წრეზე ვტრიალებთ. ხელისუფლება ყველა მანკიერ მეთოდს იყენებს, რაც უახლეს ისტორიაში დაგროვდა. მაინცდამაინც ახალი არაფერი მოუფიქრებიათ. ძალიან დაემსგავსა თავის წინამორბედებს.

2012 წელს მოვდიოდით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ეს ყველაფერი და შედარებით ცივილიზებულად გვემართა ქვეყანა. როგორც ჩანს, ივანიშვილის ამოცანა იყო, სააკაშვილისთვის წაერთმია სათამაშო და მერე ამ სათამაშოთი თვითონ ეთამაშა. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია თვითონ გახდა მიშა სააკაშვილი, ხოლო „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

02.11.2020 13:18 ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე: აქციებზე გამოსვლა მეზიზღება, თუმცა პროტესტს ვუერთდებით

„ქუჩის აქციები და მიტინგები „გირჩის“ სტიქიაა არაა. მე მეზიზღება მიტინგზე სიტყვით გამოსვლა. არ არის ეგ ჩემი სტიქია და ჩემი საქმე, ამიტომ ვერიდები. ჩვენ სხვანაირად ვმუშაობთ, სხვანაირი ხალხი ვართ. თუმცა, ზოგადად, აქციებსა და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ნებისმიერ პროტესტს ვუერთდებით“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური კოალიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, „გირჩი“ შეთანხმების ერთგული იქნება.

„თუ არავინ შევა პარლამენტში, არც „გირჩი“ შევა და ჩვენ ვიქნებით შეთანხმების ნაწილი“, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა საპარლამენტო ტრიბუნიდანაც შეუძლია.

02.11.2020 12:40 საყვარელიძე: ვადამდელმა არჩევნებმა ოპოზიციას შეიძლება უარესი შედეგი მოუტანოს

ექსპერტი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის მოთხოვნის შესახებ საუბრობს.

საყვარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციის მოთხოვნა კარგად იყოს გააზრებული. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა ოპოზიციას უარესი შედეგი მოუტანოს. საყვარელიძეს მაგალითად საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს.

ექსპერტის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი ლოგიკურ წინააღმდეგობებში კარგად არ არის გააზრებული.

„სერგი კაპანაძე ამბობს 8 ნოემბერს გავაჟღერებთ და ძირითადი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაო. ძალიან მეეჭვება, რომ კარგად იყოს გააზრებული მათი მოთხოვნა, რადგან ვადამდელმა შეიძლება მათ უარესი შედეგი მოუტანოს, ვიდრე ახლა აქვთ.

ჩვენ კარგად გვახსოვს განმეორებითმა არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევის დროს ოპოზიციას ბევრად უფრო ცუდი შედეგი მოუტანა, ვიდრე პირველმა ტურმა. საერთოდ, ასეა მეორე ტურში არჩევნებს ერთნაირად არ პასუხობენ, პირველ ტურში ემოციურად მოქმედებენ და მეორე ტურში უფრო რაციონალურად“, - აცხადებს საყვარელიძე.

02.11.2020 12:11 მამუკა ხაზარაძე: თუ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა.

„თუ ჩვენ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი“, - განახადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უნდა დადგნენ ერთად და ადამიანებს ის ნდობა დაუბრუნონ, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა.

„ჩვენ „ლელო“ არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს, ტყუილიდან ამოვიდეს ეს ქვეყანა, გამოვიდეს იმ ორბიტიდან, რომელშიც მიგვაქანებს „ქართული ოცნება“.

ცხოვრებაში თანამდებობისთვის არ მიბრძოლია, ჩემით შევქმენი ჩემი თავი და ასე გავაგრძელებდი, მაგრამ გადავდე ყველაფერი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილი არ შერჩება ამ ქვეყანაში არავის.

ადამიანს სულში ხელს რომ უფათურებ და მის არჩევანს თავისუფალ მიმართულებას არ აძლევ, ამ შეურაცხყოფას ქართველი კაცი არ გადაიტანს. მე მათ დავუდგები მხარში, ამისთვის კი ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს მეგობრებო, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, თუ ჩვენ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი,” - განაცხადა ხაზარაძემ.

01.11.2020 11:58 პროპორციული სია - ვის ვიხილავთ მეათე მოწვევის პარლამენტში?

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში მმართველ გუნდს, პროპორციული სიით 61, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 59 მანდატი აქვთ მოპოვებული.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გაგაცნობთ იმ დეპუტატების ვინაობას, რომლებიც პროპორციული სიით პარლამენტში შევლენ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-61 მანდატი : გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, გიორგი კახიანი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ამილახვარი, ვიქტორ სანიკიძე, მარიამ ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, დავით კაჭარავა, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ ლაშხი, ბექა დავითულიანი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი, ირაკლი კოვზანაძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი სესიაშვილი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ლადო კახაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, სავალან მირზოევი... იხილეთ ვრცლად !

01.11.2020 დოლიძე: ვიღაცამ გადაწყვიტა ჩამითრიოს პატარა კოცონთან თამაშში, როდესაც დანთებულია დიდი ცეცხლი

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„რამდენიმე საათის განმავლობაში, პირადი ტრაგედიის გამო ჩამოვშორდი საარჩევნო პროცესებს, რადგან გარდამეცვალა ოჯახის წევრი. ამასობაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა ჩამითრიოს პატარა კოცონთან თამაშში, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი.

ეს არის ის, რაზეც 31 ოქტომბრის დილის 8 საათიდან ვამბობ - დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში გაყალბდა არჩევნები.

არავინ გაბედოს ჩემი სახელის გამოყენება ამ ბინძურ თამაშში, რადგან არავის გამოუვა ყურადღების გადატანა მთავარი საკითხიდან.

მე გავაგრძელებ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის“,- წერს სოციალურ ქსელში ანა დოლიძე.

01.11.2020 - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს იმართება.

საქართველოს მასშტაბით 30 მაჟორიტარული ოლქია, აქედან 8 თბილისშია, 22 რეგიონებში.

მეორე ტური 14 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. თბილისში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა, რეგიონში კი, პირველივე ტურში 14 მაჟორიტარობის კანდიდატი იგებს.

01.11.2020 - 23:02 სამადაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მეორე ტურში არ ვაპირებთ მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ძალადობის მიუხედავად საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრია.

„დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მეორე ტურებში არ ვაპირებთ მონაწილეობას. რომელ მეორე ტურში უნდა მიიღოს ნიკა მელიამ მონაწილეობა?! გუშინ მთელი დღე ვიყავი გლდანის საარჩევნო ოლქში და მე იქ, რაც ვნახე, ეს არის ენითაღუწერელი ძალადობა ამომრჩეველზე. ნიკა მელია მიუხედავად ამ ძალადობისა, არის საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი. მან რეალურად მოიგო გლდანის მაჟორიტარული ოლქი. მეორე ტურში როგორ უნდა გავიდეს ნიკა მელია, როდესაც მას მოგებული აქვს უკვე ეს არჩევნები“, - განაცხადა სამადაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

01.11.2020 - 22:02 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს რეგიონებში?

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, რეგიონებში მეორე ტური 8 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ერთმანეთს მხოლოდ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

იხილეთ ვრცლად ბმულზე.

01.11.2020 - 21:06 უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულ ოცნებას“ 1 მანდატი აკლდება

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 61 მანდატი ექნება.

რეგიონებში „ქართული ოცნების“ 14-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, პარტიას პარლამენტში გარანტირებული 75 დეპუტატი ჰყავს. უმრავლესობის შესაქმნელად კი, მინიმუმ, 76 დეპუტატი უნდა ჰყავდეს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც რეგიონებში პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება:

◼️ზაალ მიქელაძე

◼️ვასილ ჩიგოგიძე

◼️ირაკლი ხახუბია

◼️ალექსანდრე მოწერელია

◼️გოჩა ენუქიძე

◼️გივი ჭიჭინაძე

◼️შალვა კერესელიძე

◼️ბეჟან წაქაძე

◼️ანტონ ობოლაშვილი

◼️სამველ მანუკიანი

◼️გოგი მეშველიანი

◼️ზაურ დარგალი

◼️გიორგი ხოჯევანიშვილი

◼️დავით სონღულაშვილი

„ქართული ოცნების“ 16 მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურში იბრძოლებს. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას, ერთმა მაინც უნდა გაიმარჯვოს.

01.11.2020 - 20:50 99.9% დათვლილია - როგორ გადანაწილდა ხმები?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

99.9%-ის დათვლის შედეგად, ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.15%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- 27.13%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.78%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.15%

✔️„ლელო“ – 3.16%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%

✔️„გირჩი“ – 2.89%

✔️„მოქალაქეები“ – 1.33%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

✔️ „ერთიანი საქართველო“ - 0.85%

01.11.2020 - 20:32 ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცესკო-მ ხმები არასწორად დათვალა

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცესკო-მ ხმები არასწორად დათვალა.

„ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მომაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი. ანა დოლიძეს აქვს 12,381 ხმა. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს რომ ასეა და აცხადებენ რომ 9 ხმით წავაგე“,- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

01.11.2020 - 20:19 საქართველოში აშშ-ის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნატქვამია, რომ აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას.

„ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის. ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

01.11.2020 20:12 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში?

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური რვავე ოლქში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში ოპოზიციიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას აქვს უპირატესობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ლევან კობიაშვილზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. მეორე ტურში გიორგი ვოლსკის ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდება.

იხილეთ ვრცლად ბმულზე.

01.11.2020 20:05 დაპირისპირება აქციაზე - ვითარება რუსთაველის გამზირზე

დაპირისპირება და ხმაურია რუსთაველის გამზირზე.

სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-რეზიდენციიიდან დაბრუნებული საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მომიტინგეები ცდილობენ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლას, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

„კარვის გაშლის საშუალებას არ გვაძლევენ, ზონდერებივით დაგვესივნენ“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

01.11.2020 19:33 ხაზარაძე: ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება

„ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს საავადმყოფოდან საგანგებოდ მიმართა. ხაზარაძის წერილი „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ აქციაზე წაიკიტხა.

ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნები წაართვა.

„მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, რომ ახლა ფიზიკურად არ ვარ თქვენთან, თუმცა ვარ თითოეულ ადამიანთან, ვინც ახლა რუსთაველზე დგას და ვინც ტელევიზიის საშუალებით აკვირდება პროცესს და თითოეული აქ შეკრებილი მოქალაქის სამართლიან მოთხოვნას! ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება! ჩვენ მოგვპარეს ხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მომავალს მისცეს. ჩვენ, “ლელო” ამ არჩევნებს ვაცხადებთ არალეგიტიმურად! მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მართლები ვართ,” - განაცხადა ხაზარაძემ.

01.11.2020 19:32 როგორ განაწილდება მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები პროპორციული სიით

ცესკომ საარჩევნო უბნების 98.86% დათვალა. ამ ეტაპზე საბოლოო მონაცემები ცნობილი არ არის, თუმცა არსებულ მონაცემებში შესაძლოა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები იყოს.

📣ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტიებს შორის მანდატები შესაძლოა ასე გადანაწილდეს:

🔘 „ქართული ოცნება“ - 61 მანდატი (კოეფიციენტი 61,56)

🔘 „ნაციონალური მოძრაობა“ - 34 მანდატი (კოეფიციენტი 34,7)

🔘 „ევროპული საქართველო “- 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,8)

🔘 „ლელო“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,07)

🔘 „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,01)

🔘 „პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი (კოეფიციენტი 4,07)

🔘 „გირჩი“ - 3 მანდატი (კოეფიციენტი 3,68)

🔘 „მოქალაქეები“ - 1 მანდატი (კოეფიციენტი 1,7)

🔘 „ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი (კოეფიციენტი 1,28)

ეს არის 116 მანდატი. დანარჩენი 4 მანდატი, სავარაუდოდ, შემდეგ პარტიებს შორის განაწილდება - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „მოქალაქეები“.

01.11.2020 19:02 ვაშაძე: უწყვეტი პროტესტის ტალღა იქნება

„უწყვეტი პროტესტის ტალღა იქნება“, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ აპირებს უკან დახევას.

ვაშაძე მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს,რომ მომავალ კვირას 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მოვიდნენ.

„ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. არ შევეგუებით იმას, რაც ახლა ხდება. ხედავთ რამდენი ხალხია და ეს ენერგეტიკა აუცილებლად გაგვამარჯვებინებს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ყველაფერი. მომავალ კვირას 3 საათზე უნდა შევიკრიბოთ, ძალიან გთხოვთ მთელ საქართველოს“, - აცხადებს ვაშაძე.

01.11.2020 18.39 ბაქრაძე: ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე გაგრძელდება

„დღეს მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიიდან ვართ, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას მივეცით ხმა, დღეს აქ მოგვიყვანა არა პარტიამ, არამედ საქართველომ. ამიტომ ჩვენ ვართ თანამებროლები საქართველოსთვის ბრძოლაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, დაწყებული ბრძოლა საქართველოს გამარჯვებამდე გაგრძელდება.

„ჩემო მეგობრები 16 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა მიცნობთ, არასოდეს ვყოფილვარ და არ ვარ რადიკალური პოლიტიკის მომხრე, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სად ვდგავართ და რას ვემსახურებით.

ვდგვართ საკუთარი კომფორტის მხარეს, შეგუების და კომფორმიზმის მხარეს თუ შევდივართ ბრძოლაში, ვდგავართ ღირსების და ჩვენი შვილების მომავლის მხარეს. ამიტომ გადაწყვეტილება არის ცალსახა“, - აცხადებს ბაქრაძე.

01.11.2020 18:32 აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, 15:00 საათზე საერთო აქცია დაანონსა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მიემართებიან.

01.11.2020 - 18:22 ოპოზიციამ 8 ნოემბერს საერთო აქცია დაანონსა

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, 15:00 საათზე საერთო აქცია დაანონსა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ აგრეთვე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სანამ არ გაიმარჯვებენ დანებებას არ აპირებენ და აქციაზე ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს სასამართლოს განჩინებით დაამაგრა.

01.11.2020 18.17 ბურჯანაძე: დროა მთელმა საქართველომ უთხრას მსოფლიოს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი არ იყიდება

„გავერთიანდეთ იმისათვის, რომ მთელმა საქართველომ უთხრას მსოფლიოს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი არ იყიდება“, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბურჯანაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა თითოეული ხმა არის დასაცავი. ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს არჩევნების გაყალბება.

„მიიღეთ ჩემი პატივისცემა იმის გამო, რომ დგახართ იქ, სადაც გჯერათ, რომ სიმართლეა. მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა იმის გამო, რომ თქვენ იბრძვით იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ვერასოდეს ვერავინ ვერ უკარნახოს ვინ უნდა მართოს ქვეყანა.

ეს არის მხოლოდ ჩვენი ხალხის გადასაწყვეტი, მხოლოდ ჩვენმა ერმა უნდა გადაწყვიტოს ვინ უნდა მართოს ქვეყანა. დიახ, მე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ არასოდეს საქართველოს მოსახლეობის ხმა იგნორირებული არ იყოს. 2003 წელს აქ ვიდექი და ვიცავდი გაყალბებული არჩევანისაგან საქართველოს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც მაშინ ამ მოედანზე იდგა, დღესაც აქ დგას“, - აცხადებს ბურჯანაძე.

01.11.2020 18:07 „ქართული ოცნება“ 48.1%, ენმ 27.12% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

18:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.1%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- 27.12%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.77%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%

✔️„ლელო“ – 3.16%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.14%

✔️„გირჩი“ – 2.9%

✔️„მოქალაქეები“ – 1.33%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

✔️ „ერთიანი საქართველო“ - 0.85%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98.86%

01.11.2020 17:58 მელია: მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დამცირებული ქართველი ერი ვიხილო

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩევლებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„რაც პოლიტიკაში ჩავერთე დედა ამ ნაბიჯს არასდროს არ მიესალმებოდა. ყოველთვის მეუბნებოდა თუ რა მინდოდა პოლიტიკაში. დღეს დილით კი მესიჯი მივიღე დედაჩემისგან : „ბრძოლა ბოლომდე!“ ეწერა დედას მოწერილ მესიჯში და ეს ყველაფერს ამბობს.

შეუძლებელია, რომ პატრიოტი ხალხი ერთ კონკრეტულ დღეს დაჩაგრო. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ომი გაგვიმართა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია! ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, უკან დახევა ღალატი იქნება.

„გავიმარჯვებთ! სხვაგვარი შედეგი ისტორიის მიერ აკრძალულია. სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ ჩემს შვილს თვალებში ვერ ჩავხედავ!

მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე დამცირებული ქართველი ერი ვიხილო იმ ადამიანის მიერ, ვისაც ანი და ბანი არ გაეგება ქართველი ერის ნიჭიერების შესახებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს სასამართლოს განჩინებით დაამაგრა.

01.11.2020 17:57 შალვა ნათელაშვილი: თუ ქართველი ხალხი ბრძოლას იწყებს, აუცილებლად გამარჯვებით ამთავრებს

„რა თქმა უნდა, არჩევნები გაყალბდა ურცხვად. ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. თუ არ ჩავთვლით მათგან დაშინებულ თანამდებობის პირებს, კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულებს. ასევე კრიმინალებს და სპორტსმენ ზონდერებს, რომლებიც არ წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს.

„შევთანხმდით, რომ ამ არჩევნების შედეგებს არავინ არასდროს აღიარებს. ჩვენ, პარტიები, ვივლით იმ გზით, რომელიც ქვეყანას აგვაშენებინებს. უარვყოფთ იმ გზებს, რომლებიც ერთმანეთს დაგვაშორებს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, საპროტესტო მუხტის გაგრძელების შემთხვევაში, ძალაუფლება ხალხის ხელში გადავა.

„ფაქტობრივად, გუშინ არჩევნები არ იყო. ეს იყო ფიცხელი ბრძოლა, დანაშაულებრივ, მჩაგვრელ რეჟიმთან და თუ ხალხი ბრძოლად იწყებს, მას აუცილებლად გამარჯვებით ამთავრებს და ჩვენ ამ მოვლენის მომსწრე გავხდებით ძალიან მალე. დარწმუნებული იყვაით, რომ თუ ეს მუხტი გაგრძელდება, აქ მივიღებთ პატაკს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მიდის და ძალაუფლება გადადის ხალხზე“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

01.11.2020 17:06 ალიევმა გახარიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაურეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაურეკა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას და მიულოცა გამარჯვება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთოებებს.

გიორგი გახარიამ და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

01.11. 2020 17:01 რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყო (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს არ ცნობენ და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

აქციაზე „გირჩის“, „ლეიბორისტების“ „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან.

01.11.2020 16:50 გიორგი კვირიკაშვილი: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, არჩევნებზე მმართველმა პარტიამ პოლიტიკური სიხარბე გამოავლინა, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.

როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

01.11.2020 16:35 ირმა ინაშვილი: ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი შეფასებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია.

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა!

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!“, - წერს ირმა ინაშვილი.

01.11.2020 16:00 ნიკა მელია: ყველანი რუსთაველზე ოთხ საათზე, გამოსავალი ბრძოლაშია

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ამომრჩევლებს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„თქვენ ნახეთ გუშინ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც არ გვინახავს. ყველანი რუსთაველზე, ოთხ საათზე, გამოსავალს ვხედავ ბრძოლაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

ამავდროულად, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის საკუთარ წევრებს მოუწოდებენ შესწორებულ ოქმებს ხელი არ მოაწერონ.

„ჩვენს წევრებს მოვუწოდეთ ხელი არ მოაწერონ არცერთ შესწორებულ ოქმს, რომელიც გადაღლილობის გამო კი არ არის შესწორებული, არამედ გაყალბებულია. ხვალ მათ კომისიებიდან გამოვიწვევთ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრება დასრულდა. ისინი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლებენ.


01.11.2020 15:58 ელისაშვილი: მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენი შეფასებით, ეს იყო ამაზრზენი არჩევნები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმარებოდა და უამრავი დარღვევის ფაქტიც ვნახეთ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის შედეგების ნახევარზე მეტი გამოქვეყნებული არ აქვს, ვინაიდან იციან, რომ პირველი ტური ვერცერთ ოლქში ვერ მოიგეს.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ, „პარტია მოქალაქეები“ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გადალახა ზღვარი, რომ უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

15:00 საათის მონაცემებით „მოქალაქეები“ ხმების 1.34%-ს ფლობენ.

01.11.2020 15:29 თურქეთში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო

თუქრეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თურქეთში შექმნილი 3 უბნიდან:

⭕ N22 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 115 , „ქართულმა ოცნებამ“- 42 ხმა მიიღო.

⭕ N23 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 253, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 51 ხმა აქვს მიღებული.

⭕ N24 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 100, „ქართულმა ოცნებამ“- 73 ხმა მიიღო.

01.11.202 15:24 Deutsche Welle: საქართველოში ხელისუფლება იმარჯვებს, ოპოზიცია კი აქციებს ამზადებს

Deutsche Welle (გერმანული ტალღა) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, სახელისუფლებო „ქართული ოცნება“ იმარჯვებს, ოპოზიცია კი საპროტესტო მანიფესტაციებს ამზადებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ“ 48% მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27%.

ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 90% დაითვალა. ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მომხრეებს გამარჯვება ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ მიულოცა.

„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში 76 მანდატი მიიღო და მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

„ჩვენ ნდობის ვოტუმს გამოვუცხადებთ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

01.11.2020 15:06 „ლელო“ არჩევნების შედეგს არ აღიარებს


„ლელო“ არჩევნების შედეგს არ აღიარებს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ“, - ამის შესახებ „ლელო - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური.

“ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ...
ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან. „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და “ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას“. - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01.11.2020 15:05 „ქართული ოცნება“ 48.06%, ენმ 27.07% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

15:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.06%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- 27.07 %

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.79%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%

✔️„ლელო“ – 3.18%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ -3.15%

✔️„გირჩი“ – 2.92%

✔️„მოქალაქეები“ – 1.34%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

✔️ „ერთიანი საქართველო“ -0.85%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 96.85%.

01.11.2020 15:04 ესპანეთში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა

ესპანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ესპანეთში შექმნილი 2 უბნიდან:

⭕ N19 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 130, „ქართულმა ოცნებამ“- 56 ხმა მიიღო.

⭕ N20 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 379, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 147 ხმა აქვს მიღებული.

01.11.2020 15:01 ესპანეთში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა

ესპანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიაში შექმნილი 2 უბნიდან:

⭕ N19 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 130, „ქართულმა ოცნებამ“- 56 ხმა მიიღო.

⭕ N20 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 379, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 147 ხმა აქვს მიღებული.

01.11.2020 14:46 ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება

ოპოზიციური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.

როგორც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.

პარტიების წარმომადგენლების თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ იყო სამართლიანად ჩატარებული და უნდობლობას აცხადებენ.

აგრეთვე დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები გაყალბებულია ხელისუფლების მიერ.

01.10.2020 14:33 გერმანიაში „გირჩმა“ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგო

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე „გირჩმა“ „ქართულ ოცნებას“ 21 ხმით მოუგო.

სამივე უბანზე „გირჩმა“ ჯამში 250, ხოლო ქართულმა ოცნებამ 231 ხმა მიიღო.

რაც შეეხება გამარჯვებას სამივე უბანზე პირველობა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიაში შექმნილი 3 უბნიდან:

⭕ N14 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 126, „გირჩმა“- 104, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 131 ხმა მიიღო.

⭕ N15 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 106, „გირჩმა“- 83, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 60 ხმა აქვს მიღებული.

⭕ N16 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 154, „გირჩმა“- 63, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 40 ხმა მიიღო.

01.11.2020 14:35 ბოლო მონაცემებით გლდანში ნიკა მელია ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ენმ - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობს.

მელიას ამჟამად დათვლილი ხმების 43.51% აქვს (10340ხმა).

🔴 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი 43/35% (10278ხმა)

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი 3.99% (949 ხმა)

ამჟამად გლდანის ოლქში დათვლილია ხმების 34%.

01.11.2020 14:11 დოლიძე თუ ჯაფარიძე - ვინ გააგრძელებს დიდუბე-ჩუღურეთში ბრძოლას?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი 44.5%-ის ლიდერობს.

საინტერესოა ვინ გააგრძელებს ბრძოლას ოცნების კანდიდატთან ერთად, ანა დოლიძე თუ ზურაბ ჯაფარიძე?

🔴 „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 19.70% (4893 ხმა)

🔴 „მოძრაობა ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე 19.81% (4922 ხმა)

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან სამუშია 6.15% (1528) ხმა

ამჟამად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დათვლილია ხმების 38%

01.10.2020 13:37 მალხაზ ჯალაღონია: მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ მაქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას განცხადებით, მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

როგორც ის აღნიშნავს, არსებულ ვითარებაში მეორე ტურში გამარჯვების იმედი არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც არანაირად აინტერესებს თავისი ხალხის აზრი და ბედი, არც დასავლეთის აზრი, მან იცის მხოლოდ რუსული ენა და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს, რომ საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები,რომელთა მოსყიდვა და დაშინება არ გაუჭირდება. ალბათ, 20-30 წლის მერე თავზე დაგვასვამს თავის ერთ-ერთ შვილს“,- განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

01.11.2020 - 13:25 ხელვაჩაურის ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხელვაჩაურის ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების „მაჟორიტარობის“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ანზორ ბოლქვაძემ ამომრჩეველთა ხმების 49.05% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ბოლქვაძე 32.1 %

ამჟამად დათვლილია ხმების 33%.

ხელვაჩაურის ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 155010 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 13:24 რუსთავის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ნინო ლაცაბიძემ ამომრჩეველთა ხმების 49.03 % მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავიტ კირკიტაძე 30.13 %

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი 4.22 %

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე 3.63 %

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 29%.

01.11.2020 - 13:21 კახა კალაძე: ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, დამთავრებულია

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა 76 მანდატი პირველივე ტურში მოიპოვა.

„მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას”, გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 - პროპორციული და 14 - მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

შესაბამისად, „ქართული ოცნებას” მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება” ხელისუფლებას, დამთავრებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის.

წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01.11.2020 - 13:17 წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,

საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ზაალ მიქელაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.62% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბონდო თედორაძე 34.11%

ამჟამად დათვლილია ხმების 27%.

01.11.2020 - 13:10 აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. შესაბამისად, უმაღლესი საბჭო აღნიშნული პარტიების დეპუტატებისგან დაკომპლექტდება.

„პირველადი მონაცემებით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელმაც ხმების 47,2% აიღო, ხოლო 34,3% საარჩევნო ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მიიღო. 5%-იანი ბარიერი ვერცერთმა სხვა პარტიამ ვერ გადალახა“, - განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ.

საბჭოში 21 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 3 მაჟორიტარული სიით მოხვდება.

01.11.2020 - 13:05 „ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი“ - BBC საქართველოში გამართულ არჩევნებზე წერს

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC და საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. სტატიაში აღნიშნულია, რომ წინასწარი შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიცია კი ამ შედეგებს არ ეთანხმება და მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

ამომრჩეველთა ხმების 80,22%-ის დათვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ 48,34%-ით ლიდერობს. ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26,43% მიიღო. პარლამენტში ხუთი პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი შედის.

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები შეიკრიბნენ.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ჩვენ ამ ომის წაგებას არ ვაპირებთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“ ნიკა მელიამ და მომხრეებს კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებამდე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი გამოქვეყნდა. ასე, მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია Public Opinion Strategy-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 55% მიიღო და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

ამ ციფრების გამოცხადებას „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი აქტივისტები ოვაციებით შეხვდნენ. „გილოცავთ, გილოცავთ“ - მიმართა მომხრეებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

„მოდით მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩევლებს, აქტივისტებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩვენებზე მესამედ იმარჯვებს. ჩვენს ქვეყანას უნდოდა სოლიდური გუნდი ხელისუფლებაში და ის ამას მიიღებს“ - განაცხადა ივანიშვილმა. ვრცლად იხილეთ ბმულზე.

01.11.2020 - 13:04 „ქართული ოცნება“ 48.14%, ენმ 26.78% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

პირველი საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.14%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26.78%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.79%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.2%

✔️„ლელო“ – 3.22%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%

✔️„გირჩი“ – 3%

✔️„მოქალაქეები“ – 1.36%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

✔️ „ერთიანი საქართველო“ - 0.85%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 88.61%.

01.11.2020 - 12:56 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მერს მეორე ტურში აირჩევენ

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქუთაისში მერის არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 130-ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად ცესკოს გვერდზე იტვირთება.

მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა -„ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილს 46,10%, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ შუშანიას კი 31,47% აქვს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 41,58%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 29,72 % მიიღო.

პარტია „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“-6,65%, „ევროპულ საქართველოს“- 3,81%, „გირჩს“- 3,09%, „ლელოს“- 2,99% „პატრიოტთა ალიანსს- 2,52% და „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს- 1,17% აქვს.

01.11.2020 - 12:53 ზუგდიდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ირაკლი ჩიქოვანმა ამომრჩეველთა ხმების 46.14 % მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია 37.97 %

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა 7.81 %

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 21 %

01.11.2020 - 12:46 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათი მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ბეჟან წაქაძემ ამომრჩეველთა ხმების 48.73%% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გეწაძე 27.35%

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი 12.26%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი ბიბილაშვილი 3.4%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 36%.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათი #1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 131201 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 12:40 ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ანტონ ობოლაშვილიმა ამომრჩეველთა ხმების 64.97 % მიიღო.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 40 %

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი 23.22 %

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი 4.14 %

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით გოგიჩაიშვილი 3.2 %

01.11.2020 - 12:38 ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სამველ მანუკიანი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, სამველ მანუკიანმა ამომრჩეველთა ხმების 64.3% მიიღო.

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი 10.06%

🔴 დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი 18.07%

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მელიქ რაისიანი 4.51%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 83%.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 57886 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 12:29 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი პაატა კვიჟინაძე იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, პაატა კვიჟინაძემ ამომრჩეველთა ხმების 76.86% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე 10.77%

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კასრაძე 4.86%

ამჟამინდელი მონაცემებით დათვლილია ხმების 62%.

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის#1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 103837 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 12:28 ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ვასილ ჩიგოგიძემ ამომრჩეველთა ხმების 58.43 % მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია 21.01 %

🔴 „ევროპული საქართველოა“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი 5.99 %

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 34%.

01.11.2020 - 12:23 ავღანეთში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე - 93% (697 ხმა), ხოლო №2 მაზარ-ი-შარიფის უბანზე 84,7 % (111 ხმა) მოიპოვა.

„საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

01.11.2020 - 12:19 წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრე მოწერელიამ ამომრჩეველთა ხმების 51.33% მიიღო.

🔴 „ენმ - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ფიფია 35.3%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია 2.55%

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლელა ქებურია 4.66%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 29%.

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის #1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 95 665 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 12:10 „ქართული ოცნება“ 48.28%, ენმ 26.57% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

12:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.28%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26.57%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.79%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%

✔️„ლელო“ – 3.25%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%

✔️„გირჩი“ – 3.03%

✔️„მოქალაქეები“ – 1.38%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1%

✔️ „ერთიანი საქართველო“ - 1%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 85.63%.

01.11.2020 - 12:09 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე იმარჯვებს.

🔴 ცესკოს მონაცემებით, გოჩა ენუქიძემ ამომრჩეველთა ხმების 57.74 % მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი 15.63 %

🔴 „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარობის კანდიდატი ერეკლე საღლიანი 10.76 %

🔴 „ლელო“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ლიპარტელიანი 7.43 %

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 67%.

01.11.2020 - 11:58 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები იტალიაშიც მოიგო

იტალიაში საქართველოს საპარლამეტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იტალიაში გახსნილ ორ უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

⭕ N27 უბანზე - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 167, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 105 ხმა მიიღო.

⭕ N28 უბანზე - „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 286, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 51 ხმა აქვს.

01.11.2020 - 11:47 კასპისა და გორის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, გიორგი ხოჯევანიშვილმა ამომრჩეველთა ხმების56.28% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი 28.07%

ამჟამად დათვლილია ხმების 29%.

კასპისა და გორის #1 მაჟორიტარულ ოლქში სულ 95 665 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

01.11.2020 11:55 ხაშურისა და ქარელის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჯჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ დუგლაძე ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ზაალ დუგლაძემ ამომრჩეველთა ხმების 48.43% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე 31.5%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კოჟორიძე 7.3 %

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 41%.

ხაშურისა და ქარელის #1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 103798 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 11:41 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, დავით სონღულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 51.8% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი 30.02%

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი 7.34%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ქვლივიძე 3.78 %

ბოლო მონაცემებით დათვლილია ხმების 31%.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის #1 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 149542 ამომრჩეველი.

01.31.2020 - 11:42 ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები აიღო

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების წინასწარი შედეგებით უკვე ჩანს, რომ მმართველი გუნდი ახალ მთავრობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

„იმ მონაცემებით, რომელიც უკვე არსებობს და აღარ შეიცვლება, მმართველ გუნდს მხოლოდ პროპორციული სიით, უკვე მოპოვებული აქვს 62 მანდატი.

ჯერ გრძელდება დათვლა და იქნება საბოლოო შედეგები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარობის 14 კანდიდატს უკვე მოგებული აქვს. აქედან გამომდინარე ქართულ ოცნებას ჯამში 76 მანდატი აქვს გარანტირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა საქართველოს პარლამენტში და ის მთავრობას ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დარჩენილია მაჟორიტარების 16 მანდატი, რომელსაც ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს და პარტიის მანდატები პარლამენტში 92-მდე გაიზრდება.

01.11.2020 - 11:32 წინასწარი მონაცემებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარნეულის #13-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 56.9% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი 33.67%

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი 4.07%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 41%.

01.11.2020 - 11:24 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, გოგი მეშველიანმა ამომრჩეველთა ხმების 54.9% მიიღო.

🔴 „ენმ - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი 40.35%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჭელიძე 1.28%

🔴 „პატრიოტთა ალიანისის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მაია ცაბუტაშვილი 1.09%

ცესკოს ინფორმაციით, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში ამ დროისთვის ხმების 68% დათვლილი.

01.11.2020 11:09 „ქართული ოცნება“ 48.34%, ენმ 26.43% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

11:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.34%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26.43%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.78%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.20 %

✔️„ლელო“ – 3.26%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.16%

✔️„გირჩი“ – 3.06

✔️„მოქალაქეები“ – 1.4%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1.00%

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 80.22%

01.11.2020 - 11:02 მცხეთის, დუშეთის, მთიანეთისა და ყაზბეგის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცხეთის, დუშეთის, მთიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შალვა კერესელიძე იმარჯვებს.

შალვა კერესელიძემ ხმების 52.33% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი 30.12%

🔴„ერთიანი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური 5.85%

🔊 არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

01.11.2020 - 10:55 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, ირაკლი ქადაგიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 47.03% მიიღო.

🔴 „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 40%

🔴 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი 3.8%

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო პარწიკანაშვილი 3.53%

01.11.2020 10:49 სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, სამგორის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში სოზარ სუბარი იმარჯვებს.

ცესკოს მონაცემებით, სოზარ სუბარმა ამომრჩეველთა ხმების 46.61% მიიღო.

🔴 „ენმ - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი 38.23%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე 4.64%

🔴 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ ნიკოლაიშვილი 3.83

მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული იყო 145 779 ამომრჩეველი.

01.11.2020 10:50 ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ირაკლი ხახუბია ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია 52,05%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი მურთაზ ზოდელავა - 27,96%-ით.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატს გიგა ბოკერიას ხმების 6,84%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს აპოლონ გარუჩავას 4,51% აქვს.

01.11.2020 - 10:37 მთაწმინდა-კრწანისის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნებში „ქართლი ოცნების“ კანდიდატი ბექა ოდიშარია ლიდერობს.

ცესკოს მონაცემებით, ბექა ოდიშარიამ ამომრჩეველთა ხმების 47.7% მიიღო, შემდეგ მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი შალვა შავგულიძე 28.69%, „ლელო“ - საბა ბუაძე 7.87%, „პატრიოტთა ალიანსი“ - მალხაზ თოფურია 3.72%

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღვლილია საარჩევნო უბნების ხმების 29%.

სულ მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული იყო 95 665 ამომრჩეველი.

01.11.2020 - 10:33 ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩევნები თავზე დაგვახიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატი, ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48.

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი,“ - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

01.11.2020 10:09 „ქართული ოცნება“ 48.5%, ენმ 26.07%, „ევროპული საქართველო“ 3.77% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

10:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

✔️„ქართული ოცნება“ - 48.58%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26.07%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.77%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.24%

✔️„ლელო“ – 3.28%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%

✔️„გირჩი“ – 3.08%

✔️„მოქალაქეები“ – 1.42

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1.02%

🔴 10 საათის მონაცემებით, დათვლილია უბნების 69.35%

01.11.2020 09:52 უკრაინაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში შექმნილი 3 უბნიდან:

⭕ N46 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 183, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 49 ხმა მიიღო.

⭕ N47 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 4, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 ხმა აქვს მირებული.

⭕ N48 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 105, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 4 ხმა მიიღო.

01.11.2020 09:53 უკრაინაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ უბნებზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ მოიპოვა.

შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინაში შექმნილი 3 უბნიდან:

⭕ N46 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 183, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 49 ხმა მიიღო.

⭕ N47 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ 4, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 ხმა აქვს მირებული.

⭕ N48 უბანზე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ 105, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“- 4 ხმა მიიღო.

01.11.2020 09:33 შსს-მ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 12 საქმეზე დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. ამის შესახებ მინსიტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებთან მომხდარი ინციდენტების საქმეებს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლი დაემატა.

სტატია ვრცლად იხილეთ ბმულზე.

01.11.2020 09:32 თამარ ჟვანია: გაყალბებაზე ბრალდებები აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა

„გაყალბებაზე ბრალდებები აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა“ , - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს, პირველ ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საარჩევნო ოქმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს ჟვანია „არასერიოზულს“ უწოდებს.

„ეს ოქმები საარჩევნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე. თითოეულ მათგანს აქვს უბნიდან წაღებული შემაჯამებელი ოქმი. მათ აბსოლუტურად ზუსტად შეუძლიათ აიღონ და მათ ხელთ არსებული ოქმები ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულს შეადარონ. ის, რომ ვიღაცა რაღაცას ცვლის, არის აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან აქვს წაშლილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ემსახურება ხალხს და არ მოემსახურება არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს“, - გამაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, წინა არჩევნებზე, ზუსტად იგივე პოლიტიკური სუბიექტები სდებდნენ ბრალს არჩევნების შედეგების შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი ერთი-ერთში დაემთხვა.

აგრეთვე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ სპეციალურ, ე.წ კოვიდ უბნებზე ამომრჩევლების ნაწილს ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ პროპორციული სიისთვის ჰქონდა და მაჟორიტარისთვის არა, სწორედ ამიტომ არ ემთხვევა ერთმანეთს ამა თუ იმ ოქმში მაჟორიტარების და პარტიების ხმის მიცემის რაოდენობა და არა იმიტომ, რომ ის გაყალბებულია.

01.11.2020 09:21 წინსასწარი მონაცემებით, ზუგდიდშიც მეორე ტური შეიძლება გაიმართოს

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდშიც მეორე ტურია მოსალოდნელი. პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს 46,14 %, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას ხმების 37,97 % აქვს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ გიგი უგულავას, მას ამომრჩეველთა ხმების 7,81% აქვს.

აღნიშნული მონაცემები ზუგდიდში 23 უბნის შედეგებია, სულ ქალაქში 109 უბანი იყო შექმნილი.

მეორე ტურია მოსალოდნელი კიდევ 5 რეგიონის მაჟორიტარულ ოლქებში სადაც არც ერთ კანდიდატს, ამ დროისთვის ხმების 50%-ზე მეტი არ აქვს.

01.11.2020 09:06 „ქართული ოცნება“ 48.8%, ენმ 26.07%, „ევროპული საქართველო“ 3.79% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

09:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 48.8%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26.07%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.79%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.23 %

🔴„ლელო“ – 3.23%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.14

🔴„გირჩი“ – 2.99%

🔴„მოქალაქეები“ – 1.38%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%

დათვლილია უბნების 66.44%

01.11.2020 08:53 პარტიები, რომლებიც ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით შევლენ პარლამენტში

ამ დროისთვის ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პარტიები, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს და ახალ პარლამენტში შევლენ არის შემდეგი:

✔️„ქართული ოცნება“ - 49.32%

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 25.94%

✔️„ევროპული საქართველო“ – 3.77%

✔️„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.26%

✔️„ლელო“ – 3.16%

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.1%

✔️„გირჩი“ – 2.87%

✔️„მოქალაქეები“ – 1.34%

✔️„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%

ბოლო მონაცემებით, დათვლილია უბნების (58.54%)

01.11.2020 08:27 ზაზა ლომინაძე 39.93%, გრიგოლ ვაშაძე 36.5% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მცირე სხვაობით უგებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს. შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔵 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე: 39.93%

🔵 „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე: 36.5%

🔵 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე: 5.85%

🔵 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი: 4.8%

01.11.2020 08:26 რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან 5-ში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ამ დრომდე ცესკოს გამოქვეყნებული არ აქვს ზუგდიდის მონაცემები.

წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

რეგიონებში ამ დროისთვის არსებული შედეგები ასეთია:

⭕N10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%

გიორგი ბოტკოველი - 40.69%

⭕ N12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

ნინო ლაცაბიძე - 49.03%

დავით კირკიტაძე - 30.13%

⭕N16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

ზაალ დუგლაძე - 48.32%

ნატო ჩხეიძე - 31.05%

⭕N23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

ზაზა ლომინაძე - 39.93%

გრიგოლ ვაშაძე - 36.5%

⭕N28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

რესან კონცელიძე - 41.01%

ლევან ვარშალომიძე - 35.94%

01.11.2020 08:15 „ქართული ოცნება“ 49.32%, ენმ 25.94%, „ევროპული საქართველო“ 3.77% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

08:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 49.32%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 25.94%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.77%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.26%

🔴„ლელო“ – 3.16%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.1%

🔴„გირჩი“ – 2.87%

🔴„მოქალაქეები“ – 1.34%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%

დათვლილია უბნების (58.54%)

01.11.2020 08:09 ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:

⭕ N1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი: ბექა ოდიშარია - 47.72%, შალვა შავგულიძე - 28.84%

⭕ N2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი ნოდარ ტურძელაძე - 42.18%, ელენე ხოშტარია - 35.89%

⭕N3 საბურთალოს რაიონი დავით სერგეენკო - 44.99%, ალექსანდრე ელისაშვილი - 18.63%

⭕ N4 ისნის რაიონი კახა კახიშვილი - 47%, ხატია დეკანოიძე - 25.45%

⭕ N5 სამგორის რაიონი სოზარ სუბარი - 46.61%, ლევან ხაბეიშვილი - 38.23%

⭕ N6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი გია ვოლსკი - 44.31%, ანა დოლიძე - 20.04%

(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)

⭕ N7 ნაძალადევის რაიონი მიხეილ ყაველაშვილი - 45.67%, შალვა ნათელაშვილი - 25.23%

⭕ N8 გლდანის რაიონი ნიკა მელია - 43.94%, ლევან კობიაშვილი - 42.68%

👉 ცესკოს აღნიშნული მონაცემები 1254 უბნის შედეგების მიხედვით არის წარმოდგენილი.

01.11.2020 - 05:12 „ქართული ოცნება“ 50.93%, ენმ 24.68%, „ევროპული საქართველო“ 24.68% - ცესკო-მ წინასწარი მონაცემები განაახლა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები განაახლა.

05:00 საათის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 50.93%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 24.68%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.87%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.33%

🔴„ლელო“ – 3.08%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.96%

🔴„გირჩი“ – 2.80%

🔴„მოქალაქეები“ – 1.32%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 0.99%

დათვლილია უბნების 40%.

01.11.2020 - 05.10 მელია: დღეს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ველოდებით ქართველ ხალხს

გაერთიანებული ოპოზიცია პირველ ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, რომელიც ოპოზიციას არ წაუგია.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფი მისაღები. 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ყველამ დავინახეთ რასთან გვქონდა საქმე, კიდევ ერთხელ 4 საათზე ყველანი რუსთაველის გამზირზე“, - აცხადებს მელია.

01.11.2020 - 04:56 ზაზა ლომინაძე 43.01%, გრიგოლ ვაშაძე 33.01% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მცირე სხვაობით უგებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს. შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔵 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე: 43.01%

🔵 „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე: 33.01%

🔵 „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე: 5.54%

🔵 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი: 4.52%

01.11.2020 - 04:55 ყაველაშვილი, ინაშვილი, ნათელაშვილი - ვინ ლიდერობს ნაძალადევში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, ყაველაშვილს 44.66%-მა დაუჭირა მხარი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი 44.66%

🔴 „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი 25.09%

🔴 „პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილი 7.78%

🔴„ლელო“ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი 8.2%

01.11.2020 - 04:44 კახა კახიშვილი 49.47%, ხატია დეკანოიძე 25.7% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔷 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი: 49.47%

🔷 გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე: 25.7%

🔷 „სტრატეგია აღმაშენებელის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე: 13.52%

🔷 „ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე: 3.96 %

01.11.2020 - 04:40 ვაკეში ნოდარ ტურძელაძემ 42.31%, ელენე ხოშტარიამ 34.72% მიიღეს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვაკეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე ლიდერობს.

ნოდარ ტურძელაძემ წინასწარი მონაცემებით ხმების 42.31% მიიღო, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში შესაძლოა, მეორე ტური აღარ გაიმართოს.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 42.31%

🔴„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 34.72%

01.11.2020 04:35 დავით სერგეენკო 47.56%, ალეკო ელისაშვილი 16.48% - ცეკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. ლიდერობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 47.56% მიიღო.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔴 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო - 47.56%

🔴 „მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 16.48%

🔴 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე - 12.38%

🔴 გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი - 6.19%

01.11.2020 04:27 წყალტუბოში გივი ჭიჭინაძემ 54.38%, ნანუკა ჟორჟოლიანმა 27.72% მიიღეს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. გივი ჭიჭინაძემ 54.38% აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ ოლქში შესაძლოა, მეორე ტური აღარ გაიმართოს.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔘„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე: 54.38%

🔘„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი: 27.72%

🔘„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე: 10.28%

🔘„ლელო“ მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე ართმელაძე: 2.14%

01.11.2020 04:25 ზურაბ ჯაფარიძე: არჩევნების გაყალბებას ცდილობენ

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და მართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობენ.

ჯაფარიძის თქმით, წინასწარი შედეგები აცდენილია რეალობას.

„ცდილობენ, რომ არჩევნები გააყალბონ და არ უნდა გავაყალბებინოთ. შედეგები აცდენილია. ზოგადად ცესკო რამდენი საათი არ დებდა მონაცემებს, ეს ნიშნავს იმას, რომ აყალბებდნენ შედეგებს, რომ დაედოთ მიახლოებული შედეგები, რაც წინასწარ აჩვენა მათმა ეგზიტპოლმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.

01.11.2020 04:17 გია ვოლსკი 43.48%, ზურაბ ჯაფარიძე 20.78% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით დიდუბე-ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიპოვა უპირატესობა. მეორე ადგილზეა „გირჩის“ კანდიდატი.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔵„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი: 43.48%

🔵 გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 20.78%

🔵 დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე: 20%

🔵 „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან სამუშია: 6.52%

01.11.2020 04:13 კობახიძე: აბსოლუტურად ყველა ქალაქი და რაიონი მოვიგეთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდა საპარლამენტო არჩევნები ყველა ქალაქსა და რაიონში მოიგო.

კობახიძე ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ შემოსულია 1600-ზე მეტი უბნის მონაცემები. კობახიძის თქმით, მინიმუმ 12 ოლქში მეორე ტური ჩატარდება.

„ჩვენ შემოგვდის ოფიციალური ოქმის შედეგები საარჩევნო უბნებიდან და ჩვენთან არის 1600-ზე მეტი უბნის მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51%. „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად ყველა ქალაქი და რაიონი მოიგო. ეს არის მყარი მონაცემები, რომლებიც წინასწარია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქალაქი და რაიონი აქვს მოგებული „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. მინიმუმ 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური“, - აცხადებს კობახიძე.

01.11.2020 04:10 გლდანში კობიაშვილი მელიას მცირე სხვაობით უგებს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გლდანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას მცირე სხვაობით უგებს.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔵 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი: 43.98% gldani_o_h.jpeg

🔵 გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია: 42.38%

🔵 „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი: მერაბ ჭიქაშვილი 4.05%

01.11.2020 03:42 დაპირისპირება ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაპირისპირებაა.

სიტყვიერი დაპირისპირება ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ ჟვანიას მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს „ქართული ოცნების“ სახე უწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების საშუალებას მმართველ გუნდს არ მისცემს.

„ნუ ცდილობთ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ეს არარეალურია, კარგად იცით რა ხდებოდა უბნებში“, - აცხადებს კირთვაძე.

თამარ ჟვანიამ დავით კირთაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს არჩევნების წინასწარი შედეგია და მონაცემები შეიცვლება.

01.11.2020 03:32 „ქართული ოცნება“ 54.72%, ენმ 23.61%, „ევროპული საქართველო“ 3.99% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაცხადა.

ხმები ასე გადანაწილდა:

🔴„ქართული ოცნება“ - 54.72%

🔴„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 23.61%

🔴„ევროპული საქართველო“ – 3.99%

🔴„გირჩი“ – 1.91%

🔴„ლელო“ – 2.66%

🔴„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.46%

🔴„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.34%

🔴„ლეიბორისტული პარტია“ – 0.92%

🔴„მოქალაქეები“ – 0.93%

დათვლილია უბნების 28.2%.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

01.11.2020 03:02 ვაშაძე: ცესკომ აბსოლუტურად ყველანაირ ვადას გადააცილა

„ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა. ცესკომ გადააცილა აბსოლუტურად ყველა ვადას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოქმები გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს და შედეგები ცნობილი უნდა იყოს.

ვაშაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ოპონენტებს მიმართავს.

„აბსოლუტური კლოუნადის მომსწრეები ვართ. მთელი დღე ქუთაისში ამომრჩეველიც, ვინც მონაწილეობას ვღებულობთ არჩევნებში, ჟურნალისტებიც გაკვირვებდით ვუყურებდით, რომ ასე თუ ის ეს არჩევნები ნორმალურად მიდიოდა. თურმე რას ამბობთ, ყველაფერი მომზადებული იყო, რომ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა. ცესკომ გადააცილა აბსოლუტურად ყველა ვადას. ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებული“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

01.11.2020 02:52 მარნეულში მე-18 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა

მარნეულში მე-18 უბანზე ხმის დათვლის პროცესი შეფერხებულია. დაკარგულია შემაჯამებელი ოქმი.

როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ელზა ლურსმანაშვილი აცხადებს, მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე აცნობეს.

01.11.2020 02:13 უზბეკეთსა და ჩინეთში „ქართული ოცნება“ იგებს - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უზბეკეთსა და ჩინეთში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იგებს.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

01.11.2020 01:52 სამადაშვილი: ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები უნდა დაიწყოს

„ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ უნდა იქცეს“, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი ამბობს, რომ ყველა ხმა არის დასაცავი.

„დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა, ეს გამარჯვება გასაფორმებელია“, - აცხადებს სამადაშვილი.

01.11.2020 01:40 გრიგოლ ვაშაძე: ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ!

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ იმარჯვებს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ხმებს იცავენ და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და გაყალბების არცერთ მცდელობას.

არჩევნები უცნაური და ჭრელი იყო. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ქუთაისში, დეკორაციები კარგად შესახედი იყო ყველაფერი წყნარად და მშვიდად ჩატარდა, ექსცესების გარეშე“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

01.11.2020 01:31 ელენე ხოშტარია: ოპოზიცია ჯამურად უგებს ხელისუფლებას

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამურად უგებს.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კოალიციურ მთავრობასა და მრავალპარტიულ პარლამენტზე გააკეთა არჩევანი.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მყარად ვიდგეთ და „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ უფლება, გაკეთებული არჩევანი წაგვართვას.

ამ მომენტში, ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ხმების გაყალბება, რომელიც შეიძლება უბნებზე ხდებოდეს“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

01.11.2020 01:29 უდუმაშვილი: მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციას ვიწყებთ

„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო.

„ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციას ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ, უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

01.11.2020 00:55 ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში ცვლილებებს.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ფოთში, ხობსა და სენაკში მეორე ტური იქნება, სადაც ერთმანეთის კონკურენტები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან.

„ყველა წინასწარი მონაცემით რაც ჩვენ გვაქვს დასტურდება ის სურათი, რაც ლეგიტიმურ ეგზიტპოლებში იყო. ჩვენს მიერ სანდო ეგზიტპოლებში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველის ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და ზეწოლის, რომელიც იყო მთელი ამ საარჩევნო კიამპანიის დროს და დღესაც მიმდინარეოდბა საგანგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი“, - აცხადებს ბოკერია.

01.11.2020 00:52 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს - ირაკლი კობახიძის ინფორმაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ისაუბრა, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს, შესაბამისად მათ პირველივე ტურში აქვთ მოგება გარანტირებული.

ხმები ასე გადანაწილდა:

  • გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი - 57.11%
  • თელავის, ახმეტის, ყვარელის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი - 58.97%
  • მარნეულისა და გარდაბანის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი - 56.45%
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი - 53.34%
  • მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე - 50. 48%
  • გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი - 54. 98%
  • ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი - 58.64%
  • ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სამველ მანუკიანი - 63.30%
  • ამბროალურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე - 86.21%
  • საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე - 73.69%
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე - 52.22%
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე - 58.02%
  • ატოშის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია - 57.53%

31.10.2020 23:30 Ipsos: ვინ ლიდერობს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში ხმები ასე გადანაწილდა.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლების 8 საათის მონაცემები.

მთაწმინდა-კრწანისი

✅შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო 46

✅ბექა ოდიშარია - ქართული ოცნება 35%

ვაკე:

✅ელენე ხოშტარია 47%
✅ნოდარ ტურძელაძე 33%

საბურთალო:

✅დავით სერგეენკო 35%
✅ ალექსანდრე ელისაშვილი 21%
✅ბადრი ჯაფარიძე 19%

ისანი:

✅კახა კახიშვილი 35%
✅ხატია დეკანოიძე 32%
✅გიორგი ვაშაძე 19%

სამგორი:

✅ლევან ხაბეიშვილი 49%
✅სოზარ სუბარი 33%

დიდუბე-ჩუღურეთი

✅ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 35%
✅ გია ვოლსკი 33%
✅ანა დოლიძე 16%

ნაძალადევი:

✅მიხეილ ყაველაშვილი 35%
✅ შალვა ნათელაშვილი 33%

გლდანი

✅ნიკა მელია - 53%
✅ლევან კობიაშვილი 38%

შეგახსენებთ, Ipsos-s გლობალის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 41% აიღო. პატრიოტთა ალიანსმა 2%, ჯამურად მთელს ოპოზიციას კი 57% აქვს.

31.10.2020 23:08 ანა დოლიძე: არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა.

„ასეთი რთული სურათი, გაყალბების თვალსაზრისით, არ მახსოვს. არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. თბილისში, ქალაქის ცენტრში, სკოლებსა და ბაგა-ბაღის შენობებში ხელისუფლებამ მართვადი ქაოსი შექმნა. 08:00 საათზე მივედი და რიგი დამხვდა.

ახლა ბიულეტენების დათვლა რომ დაიწყო, ხელმოწერები და ბიულეტენები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ბიულეტენები ჩაყარეს, ზოგან 30, ზოგან 60.

გადასატანი ყუთებით ხელისუფლება მოიგებს. როგორი ლუქი იყო, უადვილესად გასახსნელი“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ანა დოლიძემ.

31.10.2020 22:59 ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების 5%-იანი მხარდაჭერა აქვს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას ამომრჩევლების 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ბურჯანაძის თქმით, ეგზიტპოლების შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ თითოეულ ხმას დაიცავს.

„ეგზიტპოლის შედეგები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ყველა ეგზიტპოლის ჩამტარებელი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 50%-მა არ გასცა პასუხი ვის მისცა ხმა. მე მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება 2013-2014 წლების, როცა 10-11% მივიღე და ეგზიტპოლში 1% მეწერა. ძალიან კარგად ვიიც, რომ ჩემი ხმები არის ყუთებში. ჩვენ გვირეკავენ ადგილებიდან სადაც გაიხსნა ყუთები და ამოდის ხმების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 5%-ის მოპოვებას. სამწუხაროდ მეტი არ არის ჩვენი მხარდამჭერების აქტივობა“, - აცხადებს ბურჯანაძე.

31.10.2020 22:13 ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარეკვა ვერ გაბედა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.

„რომ გაემარჯვა დარეკავდა. თუმცა, 1 საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის, რომ კაცი ყოფილიყო, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რატომ? - იმიტომ, რომ იცოდა რომ წააგებდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

31.10.2020 22:10 ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტელეფონის ნომერი გამორთულია. aleko-elisashvili_o_h.jpeg

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE მასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ნომერი გამორთულია. როგორც პოლიტიკოსი ამბობდა, მისი ნომერი მუდმივად ჩართული იქნებოდა და მასთან დაკავშირებას ნებისმიერ დროს შეძლებდნენ.

31.10.2020 21:56 „იმენა მიჯირყვნა“ - თეა წულუკიანი ფოტომონტაჟს აზიარებს

bidzina-da-misha_o_h.jpeg„ქართული ოცნების“ წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ფოტომონტაჟს აზიარებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილია გამოსახული.

ფოტოს, რომელსაც თეა წულუკიანი აზიარებს, აქვს წარწერა - „აი, იმენა მიჯირყვნა“.

31.10.2020 21:35 მელია: ირაკლი კობახიძის ნომერი მოვიპოვე და ვაპირებ დაკავშირებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამარჯვებაში დარმწუნებულია.

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი აქვე დასძენს, რომ მოიპოვა „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და მასთან დაკავშირებას გეგმავს.

„მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირება. იმედი მაქვს, ბატონო ირაკლი, მიპასუხებთ“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

31.10.2020 21:22 გიორგი ვაშაძე: ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს

სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა.

„უნდა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე“. - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

31.10.2020 21:22 კალაძე: სააკაშვილმა უკრაინაში თავის სამსახურზე იზრუნოს, როგორც ვიცი გამოგდებას უპირებენ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საკუთარ სამსახურზე ზრუნვისკენ მოუწოდა. ასე უპასუხა კალაძემ პრესკონფერენციაზე შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინასწარი მონაცემებითაც "ქართული ოცნება" იმარჯვებს.

"მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში.

ყველა იმ კრიტიკული მედიის არხებზე გასული ე.წ. წინასწარ მონაცემებში, იქაც კი, იმ ფეიკ მონაცემებში ლიდერობს „ქართული ოცნება“, რომელმაც იმ გაყალბებულ ნიუსებშიც გაიმარჯვა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

31.10.2020 21:21 ირმა ინაშვილი: ენმ და „ქართული ოცნება“ ერთდროულად ზეიმობს, ეს შედეგები შეიცვლება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ერთმანეთს აცდენილი ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

„ნაციონალური მოძრაობაც“ ისევე ზეიმობს, როგორც „ქართული ოცნება“. ორივე ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში ზეიმობს. ღალატს აქვს ადგილი და მათ შორის შეთანხმებას.

ფსიქოლოგიური ტერორი გამიზნულია იმისკენ, რომ საარჩევნო უბნებზე აბსოლუტური რყევა მოახდინონ. დაუკარგონ რწმენა და იმედი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, წევრებს და ა.შ.“,- აღნიშნა „ობიექტივის“ ეთერში ირმა ინაშვილმა.

31.10.2020 21:15 ბადრი ჯაფარიძე: რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა

„ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახლა ნებისმიერ უბანზე ნებისმიერ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებული ძალაა.

31.10.2020 21:01 უსუფაშვილი: „ლელოს“ საკმაოდ საინტერესო შედეგები აქვს

„ჩვენი მონაცემებით ჩვენ საინტერესო შედეგები გაქვს ბევრ ადგილას და მთელ საქართველოში“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ეგზიტპოლების შედეგების გათვალისწინებით პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია.

„ეს მორიგჯერზე იყო არა არჩევნები, არამედ საძალაუფლებო ბრძოლაში შესული სახელისუფლებო სისტემა. ხელისუფლებამ მორიგჯერზე მთელი სახელმწიფო ძალაუფლება ჩართო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მსახურებაში“, - აცხადებს უსუფაშვილი.

31.10.2020 20:51 ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ

„გირჩისთვის“ ეს შედეგები ცხადია, გამარჯვებაა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ თბილისში მესამე ადგილზე გავიდა, რაც პარტიისთვის სერიოზული წარმატებაა.

„ეს შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია, რეალურად ერთადერთი ზრდადი პარტია, ეშინოდეთ“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე აქვე დასძენს, რომ „გირჩს“ წინასაარჩევნო პერიოდში იმის მეასედი რესურსიც არ დაუხარჯავს, რაც დახარჯეს იმ პარტიებმა, რომლებმაც „გირჩზე“ ნაკლები შედეგები მიიღეს.

„ამას ორი ახსნა აქვს. ერთი - მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ პოლიტიკური კამპანიის დროს, არის მოძველებული და არაეფექტური. ბანერებს, ბილბორდებს და კორპუსებზე „პროსტინების“ გამოფენას შინაარსი არ აქვს.

შედეგები აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული. კრეატიულები ვართ სხვებთან შედარებით, შეგვიძლია იაფი და ეფექტური გზების მოფიქრება, როგორ მივაწვდინოთ გზავნილები მოსახლეობას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

31.10.2020 20:40 ზაალ უდუმაშვილი: საზეიმო ის არის, რომ ოპოზიციამ ჯამში 64% მოიპოვა

საზეიმო ის არის, რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოთხი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში დამარცხდა.

„საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ აიღო 64 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით“ - განაცხადა უდუმაშვილმა

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არა აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ.

„ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე დადასტურდება.

„ის ოქმები, რომლებიც წამოვა საარჩევნო უბნებიდან, აი ამ მონიტორზე აისახება. ის, რასაც აკეთებს ცესკო, პარალელურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენც, რომ არ იყოს რაიმე მანიპულაციის საშუალება საოლქო კომისიებში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

31.10.2020 20:40 ბიძინა ივანიშვილი: ამომრჩეველმა სხარტი გონებით ისწავლა ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, აქტივისტებს, ლიდერებს, ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში.

ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული, სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს.

დიდი მადლობა თქვენ, თქვენი გამჭრიახი გონებისთვს. გარწმუნებთ, საქართველომ დღეს ღირსეული არჩევანი გააკეთა. გარმწუნებთ, „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია. არ შემცდარა დღეს ქართველი ხალხი და ღირსეულ გუნდს დაუჭირა მხარი.

პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება“ დარჩება სახალხო პარტიად, დარჩება ხალხის სამსახურში. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეგიზპოტლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

31.10.2020 20:38 სააკაშვილი: ოპოზიციამ დამაჯერებლად გაიმარჯვა „ოცნებაზე“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულ დღეს უწოდებს.

ექს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებაზე“ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ეს არის ისტორიული დღე. იმ პირობებში, როდესაც მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში კამპანიის წარმოების, ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი, უპირატესი გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე““, - განაცხადა სააკაშვილმა.

31.10.2020 20:30 გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ

ჩვენ გავიმარჯვეთ! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა. ყველამ ერთად, პანდემიის ფონზე, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირვებლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი“, – დაწერა გიორგი გახარიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

31.10.2020 20:23 ეგზიტპოლის შედეგები - იმედი, მთავარი არხი და რუსთავი 2

mtavaris-bolo-egzitpoli_o_h.jpeg

rustavi-2_o_h.jpegegzitpoli_o_h.jpeg

31.10.2020 19:23 ირმა ინაშვილი: მწამებლები აგებენ, პატრიოტები იგებენ!

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებში მისი პარტია იგებს.

„მწამებლები ბოლოს და ბოლოს აგებენ! პატრიოტები- იგებენ!“,- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

31.10.2020 19:20 კობახიძე: „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნებზე 20:00 საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნების დახურვის დროს ხელოვნურად გეგმავს რიგების შექმნას.

კობახიძე აცხადებს, რომ მათი გეგმა კანონსაწინააღმდეგოა.

ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„დამაჯერებელი არჩევნების გამარჯვებამდე ცოტა დრო დარჩა. მშვიდად მიიღონ არჩევნების შედეგები და რაც მთავარია საარჩევნო კომისიას მისცენ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, „ევროპული საქართველო“ 20:00 საათისთვის გეგმავს ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომელსაც უკვე ხმა აქვს მიცემული“, - აცხადებს კობახიძე.

31.10.2020 19:01 წულუკიანი: ავღანეთში გამარჯვება ენმ-ს ფეიქ ზეიმია

„ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 10:00 საათზე აცხადებდა, რომ ავღანეთში არჩევნები მოიგეს.

თეა წულუკიანი დასძენს, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები კენჭისყრაში მონაწილებას ამ დრომდე იღებენ, შესაბამისად ოპონენტებს შედეგები ვერ ეცოდინებოდათ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 10:00 საათზე ფეიქ გამარჯვებას ზეიმობდა, თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა კენჭისყრა დაასრულეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაამარჯვებინეს, მაშინ, როდესაც ავღანეთში კენჭისყრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა და აქვე დასძინა „ქართული ოცნება“ მშვიდად იგებს, ბოროტი ძალები კი ცდილობენ, იარაღით ირბინონ და ხალხი შეაშინონ“.

31.10.2020 18:48 ადამ კინზინგერი: მოვუწოდებ საქართველოში ყველას, მივიდეს არჩევნებზე

ამერიკელი კონკრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მოვუწოდებ ყველას, წავიდეს არჩევნებზე, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ხელი შეუწყოს ამ პროცესის წარმართვას ნორმალურ ვითარებაში. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს გაყალბებას, დაშინებას და ამომრჩევლის მოსყიდვას,“ - წერს კინზინგერი.

მისი განცხადებით, ამერიკა და საქართველო მოკავშირეები არიან და აშშ-ს საქართველოს იმედი აქვს.

31.10.2020 18:48 წულუკიანი: ოპოზიციურ ძალებს გამზადებული სცენარის აღსრულება არ უწერიათ

„ოპოზიციურ ძალებს გამზადებული სცენარის აღსრულება არ უწერიათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე გნაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ოპოზიცია საკუთარ მარცხს გამარჯვებად ასაღებს.

„ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართოს ის სცენარი, რომელიც გამზადებული აქვთ, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება რა თქმა უნდა არ უწერია“, - აცხადებს წულუკიანი.

31.10.2020 18:35 ზუგდიდში საარჩევნო უბნებთან დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, მე-80 და 33-ე საარჩევნო უბნებთან ხმაური და დაპირისპირება იყო. zugdidi_o_h.jpeg

ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელს ატრიალებს, რასაც მმართველ გუნდში უარყოფენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციამ იცის, ის დამარცხებულია და პროვოკაციებს აწყობს.

31.10.2020 18:18 ცესკო: 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 45,77% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 45,77% შეადგინა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ N მე-19 მაჟორიტარულ ოლქზე დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დაბალი აქტივობაა ქვემო ქართლის რეგიონში.

31.10.2020 18:18 პირველი არხის მაუწყებლობა გაითიშა

პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.

სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა“,- აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

31.10.2020 18:05 კობახიძე: როდესაც ვიღაც გეგმავს კრიმინალურ ქმედებებს, მით უმეტეს სისტემური სახით, ამას მოჰყვება სათანადო, მკაცრი რეაგირება

„სადაც არის დარღვევა, აუცილებელია რეაგირება, რაზეა საუბარი. სადაც არის კონკრეტული დარღვევა, წარმოადგინონ ყველამ ფაქტები და გპირდებით, რომ ყველგან იქნება კონკრეტული რეაგირება“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ვითარების შეფასებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ზუსტად იმის იდენტური სურათია, რაც იყო 2016, 2017 2018, 2019 წლებში და რასთან დაკავშირებითაც „ქართულმა ოცნებამ“ გამაფრთხილებელი ბრიფინგები ჯერ კიდევ წინა დღეებში რამდენჯერმე ჩაატარა და დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის დესტრუქციული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა არჩევნებისთვის.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

31.10.2020 17:40 კახა კალაძე გლდანში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედია და საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.

31.10.2020 17:34 სახალხო დამცველის აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს

სახლხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უფლების განხორციელებისა და ზოგადი მდგომარეობის შესამოწმბლად მივიდნენ, თუმცა რამდენიმე მსჯავრდებულმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს ad hoc ვიზიტი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან.

ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

31.10.2020 17:20 ნიკა მელია: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ირაკლი ეძგვერაძე

„გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება ქართული ოცნების კანდიდატი კობიაშვილი.აქედან გამომდინარე ხედავთ რას აწყობენ. მობილიზაციია ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ პოლიცია და კრიმინალები ერთან მივიდნენ N84 საარჩევნო უბანთან, და დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს.

პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, ჩემი მეგობარი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. ჩვენ არ ვიცით ის სად არის ამჟამად“, - ამის შესახებ გლდანში „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნიკა მელიამ ბრიფინგზე ამომრჩევლებს ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან მისვლისკენ მოუწოდა, რათა შემდეგ მოქალაქეები ხმების დასაცავად უბნებზე გადანაწილდნენ.

„ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენს ხმებს ვიცავთ და შედეგებს არ გაგაყალბებინებთ. მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს. გთხოვთ უმორჩილესად, რომ მობრძანმდეთ გლდანის საარჩევნო შტაბში რათა ჩვენ გადავნაწილედეთ უბნებზე და მშვიდობიანდ დავიცვათ ჩვენი ხმები“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

31.10.2020 17:05 ვაჟა სირაძე: გლდანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დავაკავეთ

vazha-siradze_o_h.jpegგლდანში ერეთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისათვის ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა დავაკავეთ 5 პიროვნება.

ეს პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არიან დაკავებულები.

რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, მოვახდენთ სამართლებრივ რეაგირებას და მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას“, - აღნიშნა საპატრულო პოლიციის უფროსმა.

31.10.2020 16:55 სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.saakashvilis-mimartva_o_h.jpeg

როგორც მან საკუთარი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა ხელისუფლების ცვლილების შანსზე მიუთითებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და სასარგებლო ჩვენთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა გადავიბაროთ ქვეყანა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

31.10.2020 16:45 გლდანში საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაა

გლდანში N179 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.saarchevno-ubantan-gasrola_o_h.jpeg

როგორც ამ დროისთვის მედიისთვისაა ცნობილი, მომხართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო რამდენიმე ადამიანი პოლიციამ სიტუაციას განარიდა.

ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

31.10.2020 16:20 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36,45% შეადგინა

15:00 საათისთვის საქართველოში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 36,45% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი რაოდენობრივად 1 279 947-ს შეადგენს.

როგორც ანი მიქელაძემ განმარტა, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ N19 საარჩევნო ოლქში რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში 49,5% დაფიქსირდა.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ აქტივობას, ამ დროისთვის ქვემო ქართლში- 33,9% ფიქსირდება.

არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

ანი მიქელაძის განმარტებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარია შესული.

31.10.2020 16:19 თავდასხმა ჟურნალისტებზე გლდანის საარჩევნო უბანთან (ვიდეო)

დღეს, 31 ოქტომბერს გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა გლდანის მე-80 უბანთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან მოქალაქეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ანუნა ახალიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„როდესაც მე და ოპერატორი მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, ჩვენ კი მათ მივყვებოდით. ამ დროს ერთმა კაცმა ჩემს ოპერატორს ხელი ჰკრა და სავარაუდოდ, კამერა მომხვდა“, - განაცხადა ანუნა ახალაიამ.

როგორც ცნობილია, აგრეთვე, ამ უბანთან მყოფმა ადამიანებმა სცადეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის კამერის წართმევა, მაგრამ პოლიციის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა.

აგრეთვე, ამავე საარჩევნო უბანთან თავდასხმა მოხდა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე. როგორც ცნობილია, ჟურნალიტის კამეტას წიხლი იმ დროს მიარტყეს, როდესაც ის შემთხვევის გადაღებას ცდილობდა.

აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო ვრცელდება.

31.10.2020 16:15 Aljazeera: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სიმტკიცის გამოცდაა

ყატარის ტელეკომპანია Aljazeera საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს პუბლიკაციას უძღვნის. Aljazeera წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მმართველი პარტიის სიმტკიცის გამოცდაა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნები კონკურენტულ ბრძოლაში მიმდინარეობს და მასში 3,5 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობს.

იხილეთ ვრცლად

31.10.2020 15:45 ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მოუსმინონ ერთმანეთს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებში ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა. გადასატანი ყუთი მას ცესკო-ს წარმომადგენლებმა საპატრიარქოში მიუტანეს.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა ითანამშრომლონ.ilia-meorem-khma-mistsa_o_h.jpeg

„მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა.

მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, - განაცხადა ილია მეორემ.

31.10.2020 15:48 დაპირისპირება სამგორის საარჩევნო უბნებზე (ვიდეო)

სამგორის რაიონში ერთი სკოლის ტერიტორიაზე გახლავთ 3 უბანი, ესენია : N24, N25 და N26, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მომხრეებსა და „ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის“. (ვიდეო)

„მინდა მაყურებელს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ თქვენი ხმა იქნება დაცული. საჭირო თუ გახდა ყველა მოქალაქის ხმას ფიზიკური დაპირისპირებითაც დავიცავთ“, - ამის შესახებ „ენმ - ძალა ერთობაშია-ს“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში საუბრისას განაცხადა.

31.10.2020 15:44 დავით ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების“ მდგომარეობა გამარჯვების შემთხვევაშიც კი რთული იქნება

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვება შესაძლოა გაუჭირდეს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ ხმების უმრავლესობას ვერ აიღებს, ის კოალიციას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ შექმნის.

იხილეთ ვრცლად

31.10.2020 15:21 შსს: პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.nino-tsatsiashvili_o_h.jpeg

„მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე.

31.10.2020 14:51 კალაძე: აგიტატორებო გააგრძელეთ მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა

kakha-kaladze_o_h.jpeg„ქვეყნის მასშტაბით ხმის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, 31 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა.

„აქვე, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, საარჩევნო უბნების მიმდებარე ჩვენი აგიტატორების მუშაობა - აქაც ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს - გააგრძელეთ ასე მუშაობა, ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად კახა კალაძეს მიმართვა.

31.10.2020 14:28 ანა დოლიძე: ხელისუფლება ამომრჩევლის ნების კონტროლს ახდენს

„ხელისუფლება ახდენს ამომრჩევლის ნების კონტროლს და მის განხორციელებაში ერევა. ხუდადოვზე N5 საჯარო სკოლის ჭიშკართან დგანან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ფურცლებით, რომლებსაც დავალებული აქვთ საარჩევნო სიის კონტროლი. ხუდადოვზე ასევე ამომრჩევლებს პირდაპირ ეუბნებოდნენ კაწროს შესახებ და გამოჩნდა კიდევაც თავად უბანზე, ისევდაისევ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოქლის უბნებზე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა.

„სიაში აღმოვაჩინეთ გარდაცვლილი ხალხი. ასევე N11 უბანზე სიაშია დავაფიქსირეთ ხალხი, რომელიც 20 წელზე მეტია არის ემიგრაციაში. ბევრი დარღვევა დაფიქსირდა ჩუღურეთშიც, სადაც N4 უბანზე დილიდან იყო სრული ქაოსი. შეიქმნა ძალიან დიდი რიგი, რის გამოც ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი უკან გაბრუნდა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

31.10.2020 14:23 ელენე ხოშტარია: რეალური ცვლილებების დიდი შანსი გვაქვს, რომელსაც ყველა მოქალაქე იგრძნობს

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მე-12 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღი ძალადობაა.

„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, ძალადობრივი სცენარი განავითაროს.

მშვიდობიანად მივცეთ ხმა და საარჩევნო ბიულეტინით გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი“, - დასძინა ელენე ხოშტარიამ.

3110. 2020 13:22 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა

12:00 საათისთვის საქართველოში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი რაოდენობრივად 681 583-ს შეადგენს.

როგორც ანი მიქელაძემ განმარტა, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ N19 საარჩევნო ოლქში რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში 28,3% დაფიქსირდა.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ აქტივობას, ამ დროისთვის ისევ აჭარის რეგიონში ფიქსირდება და 17,9%-ს შეადგენს.

31.10.2020 13:11 ირაკლი ოქრუაშვილი: ვაკეში ელენე ხოშტარიას დავუჭირე მხარი

„ხმა მივეცი ცვლილებებს. პირველ რიგში, ხელისუფლების ცვლილებას. ეს კონკრეტულად გამოიხატებოდა ვაკეში ელენე ხოშტარიას მხარდაჭერაში, და პროპორციულ სიაში ჩემი პარტიისთვის ხმის მიცემაში“, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოარუაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს არ წამოადგენს.

„არჩევნებზე მისვლა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით, ხმის არ მიცემით შესაძლოა შევუქმნათ საფრთხე ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

31.10.2020 13:10 3 Reuters – 66 პარტიიდან საქართველოს პარლამენტში 6-7 პარტია მოხვდება

ახალი ამბების სააგენტო Reuters საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს სტატიას უძღვნის და წერს, რომ არჩევნებში 66 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ვინაიდან გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პარტია მოხვდება.

31.10.2020 12:53 ახალციხის N2 უბანთან კოორდინატორები მოქალაქეებს აღრიცხავენ

ახალციხის N2 საარჩევნო უბანთან მისულ ამომრჩეველს კოორდინატორები აღრიცხავენ.koordinatori_o_h.jpeg

სავარაუდოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, სიებით ხელში უბანთან დგანან და მონაცემებს ინიშნავენ.

ტელევიზიების გადამღები ჯგუფების დანახვაზე მათ ფურცლები დამალეს. ჟურნალისტებთან კი განაცხადეს, რომ მუშაობენ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჩივარი არ დაწერილა, თუმცა დამკვირვებლებმა აგიტატორები დააფიქსირეს.

მარინა თოთაძის თქმით, უბანზე სიმშვიდეა, მიმდებარე ტერიტორიას კი ვერ გააკონტროლებს.

31.10.2020 12:32 ბუბა კიკაბიძე: ხმა მივეცი კარგ ცხოვრებას, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ

„გაერთიანებული ოპოზიციის“ პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე აცხადებს, რომ არავის ეკითხებიან თუ ვის სასარგებლოდ მისცა ხმა და როგორი არჩევანი გააკეთა.

„მე ხმა მივეცი კარგ და ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, ამის მოლოდინი გვაქვს“, - ამის შესახებ ბუბა კიკაბიძემ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

31.10.2020 12:34 შალვა ნათელაშვილი: საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ

„ისტორიული დღეა, სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია, ამიტომ მოდით ყველა უბნებზე და გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე. არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ ჩვენი ხმა შეგვეძლო შეგვეშველებინა დიდი დიდგორისათვის, რომელი ჩვენს ქვეყანაში დღეს იმართება და რაღაცის გამო ეს არ გავაკეთეთ.

ყველა უბნებზე, მეგობრებო და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დიდ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„მაღალი აქტივობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანები გრძნობენ პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნის მომავალზე, საკუთარ შვილებსა და საკუთარ ბედ-იღბალზე. ეს მაჩვენებელი თუ 8 საათამდე შენარჩუნდება, მოხდება ის, რასაც „ჩუმის ნატვრითა ნატრობს ქართველი“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

31.10.2020 12:20 ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

avghaneti_o_h.jpegავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში და გერმანულ ბაზა „მარმალზე“გაიხსნა. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს.

ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები. შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს.

როგორც ცნობილია, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება.


10.31. 2020 12:17 ვალეში N33 უბანზე დარღვევები გამოვლინდა (ვიდეო)

სამცხის მაჟორიტარულ ოლქში, ვალეს N33 უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირველბლებმა დარღვევა გამოავლინეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლის ფოტოსურათებიანი სიებით დგანან საარჩევნო უბანთან და ამომრჩეველს აღიცხავენ.

„დამკვირვებელი, რომელიც ამბობს, რომ არის „ქართული ოცნებიდან“, სიებით აღრიცხავდა ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ამტკიცებდა, რომ აღწერის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე, იმ შემთხვევაში რა მოხდებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე თქვენი საქმე არ არისო“, - აცხადებს ენმ-ს წარმომადგენელი დავით ახალკაცი.

31.10.2020 12:03 BBC: არჩევნები საქართველოში, „ოცნების“ მესამე ვადა თუ ხელისუფლების ცვლილება?

BBC საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით - „არჩევნები საქართველოში, „ოცნების“ მესამე ვადა თუ ხელისუფლების ცვლილება?“ სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნები საქართველოში სრულიად ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების შანსს ზრდის, რასაც, შესაძლოა, ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბება მოჰყვეს.

31.10.2020 11:51 „ქართული ოცნების“ დეპუტატი ახალციხეში საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება

N29–ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლებსა და საკრებულოს დეპუტატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

„ენმ“– ს წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი ჰყვება რომ მას შემდეგ, რაც ამბარცუმ ბაბ

otsneba_o_h.jpeg

ოიანის საქმიანობა გააპროტესტეს, დეპუტატმა მათ სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა.

„უბანზე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი, ე.წ არასამთავრობოდან, არის მმართველად მოვლენილი, ის აძლევს ინსტრუქციებს კომისიის წევრებს და პარალელურ რეჟიმში აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცეთ კაცები, საჩივარი რა კაცის საქმეა და მსგავსი ქუჩური გარჩევებით“, – აცხადებს ბალახაშვილი.

პროვოკაციაზე საუბრობს თავად ამბარცუმ ბაბოიანი, მისი თქმით N29–ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეგნებულად ამწვავებენ სიტუაციას.

„ნაცმოძრაობის წარმომადგენლები სპეციალურად ძაბავენ სიტუაციას, რომ ჩხუბი იყოს, არეულობა იყოს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს არჩევნები, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, თუ რამეში მადანაშაულებენ ფაქტები დამიდონ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საჩივარი უკვე დაწერეს.

31.10.2020 11:47 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,33%-ია

10:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 8.33%-ია. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაოდენობრივან ეს მაჩვენებელი 292 587-ს შეადგენს.

ანა მიქელაძის განმარტებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 11.8% რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა , ხოლო ყველაზე დაბალი 7.3%- აჭარაში.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდ

31.10.2020 11:41 ალეკო ელისაშვილი: ხმა ჩემს თავს მივეცი

„უკეთეს მომავალს მივეცი ხმა და ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის N24. ეს არის ჩემი პარტია და რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტენშიც ჩემს თავს მივეცი ხმა, იმიტომ, რომ მე მაქვს ჩემი თავის იმედი და ზუსტად ვიცი, ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვის და უკეთესი საქართველოსთვისაც.

რთული დღე გვექნება, მაგრამ საერთო ჯამში, ამაღამ შევცვლით და უკეთესი მომავლისკენ გადავდგამთ ნაბიჯს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი არჩევნების შემდეგ საქართველოსი მრავალპარტიული მმართველობა იქნება.

„რთული დღე გველის, აქვ ვარ იმისთვის და N24-ს ხმა მივეცი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ხვალ ვიცხოვრებთ მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება ოპოზიციაში“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

31.10.2020 11:31 გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვლება

„ეს გადამწყვეტი არჩევნებია, რასაც აქ არსებული საარჩევნო რიგები ადასტურებს. საქართველოში კიდევ ერთხელ ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით.

ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც იქნება დებატები და კონკურენცია. ეს დებატები მოგვცემს შეასაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები ერთმანეთის მიმართ“- ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის შედეგადაც უკვე მეორედ შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა.

31.10.2020 11:32 კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა, ინფორმაციას ელჩის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. “ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე.keli-degnani_o_h.jpeg

“სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა უდრის ერთ ამომრჩეველს და არა საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს, ხმის მრავალჯერ მიცემას, ან კიდევ გამარჯვების მისაღწევად გაყალბების სხვა მეთოდების გამოყენებას. სამართლიან არჩევნებში არ უნდა ქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს.

საბოლოოდ, საქართველოში არჩევნების წარმატებულად ჩატარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ხმა არჩევნებში ხმის მიცემის გზით დაფიქსირდეს. ასე რომ, გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია და წადით არჩევნებზე ხმის მისაცემად.“ - წერია ინფორმაციაში.

31.10.2020 11:25 ირაკლი კობახიძე: მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვება!

„დღეს გაიმარჯვებს საქართველო, ამაში ყველანი ვართ დარწმუნებულები. ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და გავაგრძელოთ მომავლისკენ სვლა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მოლოდინია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„მოლოდინი არის დამაჯერებელი - ესაა გამარჯვება! მაღალი აქტივობაა საარჩევნო უბნებზე და იმედია ასეც გაგრძელდება. მაღალი აქტივობისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც ამისთვის ყველა საჭირო ზომა მიიღო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი, ბაგებში, N195 ბაგა-ბაღის საარჩევნო უბანზე გააკეთა.

31.10.2020 11:10 თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მოლოდინაშვილის განცხადებით, ავღანეთში საარჩევნო უბნების ნაადრევად გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

„მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება! თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს. ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

31.10.2020 10:44 შსს: ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ერთადერთი ფაქტი, რომელზეც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოძიება დაიწყო, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობაა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

„როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება. შესაბამისად ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება.

ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

31.10.2020 11:02 თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის. არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა აქტივობისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს აქტივობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

31.10.2020 10:57 კალაძე: ხალხის განწყობა იმის საფუძველია, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ

„მე არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 64-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძე ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს და მიაჩნია, რომ კოალიციის შექმნა არ დასჭირდებათ.

„კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ დგას, ამის საფუძველს გვაძლევს ბევრი რამ. პირველია ხალხის განწყობა და დამოკიდებულება, რაც იმის საფუძველია, რომ პირველივე ტურში 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვებთ.

ასევე საფუძველს მაძლევს ის კვლევები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული სხვადასხვა ტელევიზიაში. მთავარია საზოგადოების დამოკიდებულება.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა თუ როგორ განავითაროს ქვეყანა, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა არის „ქართული ოცნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

31.10.2020 10:49 გიგი უგულავა: ზუგდიდში პორტის აშენებას მივეცი ხმა, რომელიც ივანიშვილმა გააჩერა

„მე მივეცი ხმა იმას, რომ ამ ლუნატიკმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და მკაფიოდ პროევროპული მთავრობა.

ჩვენ აღარ გვჭირდება ბატონი, გვინდა მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მსახური და ასეთი ნამდვილად ევროპული საქართველოა“, - ამის შესახებ„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უგულავას თქმით, მან ხმა მისცა იმას, რომ ზუგდიდს დაუბრუნდეს თვითმმართველობა.

„მე მივეცი ხმა იმას, რომ ზუგდიდში პორტი აშენდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა“, - დასძინა გიგი უგულავამ.

31.10.2020 10:30 ხატია დეკანოიძე: ხვალიდან საქართველო სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძებს რედაქტირება

„ხმა მივეცი იმ ქვეყანას, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის. დარწმუნებული ვარ, ხვალიდან საქართველო სრულიად სხვა რეალობაში გაიღვიძებს. ეს იქნება უკვე ის რეალობა, რომელიც დადგება პირველ ნოემბერს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ისნის ოლქში დილიდან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა.

„უბნებიდან გამოგვიძევეს ძალიან ბევრი დამკვირვებელი. მათ აძევებენ სრულიად უმიზეზოდ, მაგალითად როცა უთითებენ, რომ სპეციალურ მაგიდებთან საჭიროა შესაბამისი სივრცის არსებობა. აგრეთვე უბნებში ადგილი ჰქონდა აგიტაციებს, რაზედაც დაიწერა საჩივრები და საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჩვენი პროგნოზი არის გამარჯვება. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული ვერტიკალი ნამდვილად შორსაა 60%-სგან და საღამოს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

31.10. 2020 10:16 საარჩევნო უბნებზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 09:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, უბნების გახსნის პროცედურების რამდენიმე დარღვევა უკვე დააფიქსირეს.

31.10. 2020 10:14 გახარია: წარსულში დაბრუნება არავის უნდა, ხმა მომავალს მივეცი

წინასაარჩევნო გარემო და კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ ნორმებს. შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემოკრატიულობის ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ, ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოსა და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. ისეთ საქართველოს,

giorgi-gakharia_o_h.jpeg

რომელიც დღეს კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე გუშინ და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხმა საქართველოს მომავლის სასარგებლოდ მისცა.

„რა თქმა უნდა, წარსულში დაბრუნება არავის უნდა. მომავალს მივეცი ხმა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

31.10. 2020 09:58 ბადრი ჯაფარიძე: დღევანდელი არჩევნები ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების გარანტიაა

„მე ხმა მივეცი ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ”, - ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე
დააფიქსირა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და გააკეთონ არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ.

„ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნებია იმისათვის რომ შევაჩეროთ ქვეყნის ვარდნა და დავიწყოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ ხმა მისცენ მისი ქვეყნის მისი ოჯახების მომავალს, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ ყველა იმ კრიზისს რომლის წინაშეც ვდგავართ. მინდა ყველ თანამოქალაქეს ვთხოვო ხმა მისცენ ცვლილებებს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

31.10.2020 09:54 ნანუკა ჟორჟოლიანი: ხმას ვაძლევ ძალიან გაბედულ გოგოს

„მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. მე ხმას ვაძლევ ძალიან გაბედულ გოგოს და ვფიქრობ, რომ ასეთი ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში.

მიმაჩნია, რომ აგრეთვე ასეთი ქალები უნდა წარმოადგენდნენ მომავალს საქართველოში“, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვაკის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვანის ორ უბანზე გარკვეული დარღვევებია და იცის ის კონკრეტული პირები, ვინც ამას ახორციელებს.

31.10.2020 09:47 არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია ყველგან პირველივე ტურში გავიმარჯვოთ

„მე ხმა მიოვეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული მართვა და მისი შემდგომი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ქვეყნის განვითარების პროცესს უზრუნველყოფს და ამაში თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა დღეს არის აუცილებელი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს. archil-talakvadze_o_h.jpeg

„როგორც იცით, სხვადასხვა რეგიონში „ქართულ ოცნებას“ 55-60% ჰქონდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის. მადლიერი ვართ, რომ მოქალაქეები ჩვენ გვერდით დგანან.

2012 წელს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა. 2016 წელთან შედარებით კი ჩვენი გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია, რაც განპირობებულია იმით, რომ გვყავს უფრო კონსოლიდირებული გუნდი. რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს მომავალი და ჩვენი გუნდი ამის უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახდენს.

ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და ღირსეულად ყველგან, პირველივე ტურში. თუ დაგვჭირდება მეორე ტური, რა თქმა უნდა, იქაც ღირსეულ ბრძოლაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

31.10.2020 09:46 ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში კარუსელის დატრიალებაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი კაზინოს თანამშრომლებს მმართველი პარტიიდან აქვთ დავალება, რომ ე.წ. კარუსელი დაატრიალონ.aba-tsitlidze_o_h.jpeg

“ამ ადამიანებს ხელმძღვანელობს კაზინო ვეგასის მენეჯერი, ეს არის გია კვირტია და ქართული ოცნებიდან გიორგი სალია. მათ ხელზე ექნებათ სპეციალური სამკაული. მაგალითად ბეჭედი, რომელიც იციან ოცნებიდან კომისიის წევრებმა. ამ ადამიანებმა იციან, რომ არ უნდა მივიდნენ ჩვენს კომისიის წევრებთან და რომ უნდა მივიდნენ საკუთარი კომისიის წევრებთან რომ მათ იცნონ.

მათ აქვთ დავალება მივიდნენ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად ელიან წაგებას”, -განაცხადა ანა წითლიძემ.

31.10.2020 09:45 ნიკა მელია: არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს

„მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს. დილის 8-ის ნახევრიდან ხალხი რიგებში დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს.

იმას ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემზადება შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება გამოიხატება იმაში, რომ (ჩემი მოლოდინი ასეთი იყო) არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მოხდება“, - ამის შესახებ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქემ ხმა არ უნდა მისცეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დარჩენას.

31.10.2020 09:37 გიორგი ვაშაძე: ასეთი აქტივობა მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იოდისოდენა შანსიც კი არ აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვაკეში საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ვაშაძეს თქმით, მან ხმა საქართველოს მომავალს მისცა.giorgi-vashadze_o_h.jpeg

„ხმა მივეცი საქართველოს მომავალსა და აღმშენებლობას. ამ არჩევნებში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თქვენს ხელშია და ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის ასეთი აქტივობა მიუთითებს იმაზე, რომ იოდისოდენა შანსიც კი არ აქვს „ქართულ ოცნებას“.

31.10.2020 09:28 ქუთაისის N39-ე საარჩევნო უბანზე 15 ამომრჩეველს მერის ბიულეტენი არ მისცეს

ქუთაისის N39-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტენები არ გასცეს.

მათი თქმით, დაახლოებით 15-მა ამომრჩეველმა მერის ასარჩევად გათვალისწინებული ბიულეტენი ვერ მიიღო.

მომხდარზე საჩივარიც დაიწერა. ფაქტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს და აცხადებს, რომ უბანზე არსებული ხმაურის გამო, მესამე ბიულეტენების გაცემა დაავიწყდათ.

ამასთანავე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე სიებით იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს აკონტროლებენ.

31.10.2020 09:23 კელი დეგნანი: არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული

„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია”,- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას.

ელჩი კოორდინაციას გაუწევს საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით keli-degnani_o_h.jpegდღევანდელ არჩევნებზე დააკვირდებიან.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს.

დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში.

31.10.2020 09:16 ცესკო: საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო

„ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო“, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულ ამომრჩეველს უბანთან ხვდება დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხე და ინდივიდუალური მოხმარების კალამი, რათა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

„ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამასთან, საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

როგორც ანა მიქელაძემ განმარტა, დაწყებულია ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის უზრუნველყოფა.

31.10.2020 08:52 სალომე ზურაბიშვილი: ხმა მივეცი ევროპულ ქვეყანას

„მე მინდა რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის. მე მივეცი დღეს ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას თავისუფლად, წყნარად და ასე უნდა იყოს ყოველთვის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველა ვოცნებობოთ, ევროპული და თავისუფლაი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ხმას ვაძლევთ შეუფერხებლად. ყველას მინდა მოუვუწოდო, მოვიდეს არჩევნებზე, დაიცვას დისტანცია და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. გისურვებთ ხვალინდელ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა კოტე აფხაზის ქუჩის N25-ში, N67 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანზე მისცა.

31.10.2020 08:48 ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას მივეცი ხმა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის N 10 საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია იყო წარმართული.

„მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ჩვენ კარგად ვიცით ომების მძიმე ფასი, ასევე ძალიან კარგად ვიცით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სახელმწიფო იმაზე ძლიერია ვიდრე აქამდე იყო.

მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია დაცულია, თუ რომელიმე სუბიექტი პროვოკაციას დაგეგმავს სახელმწიფო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

31.10.2020 08:39 ბაქრაძე: დღის ბოლოს შედეგს ყველა ერთად ვნახავთ, მოლოდინი დიდია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პეტრიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ N172 ბაღში არსებულ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

ბაქრაძეს თქმით, ამომრჩევლის ეს რაოდენობა ჯერ არ უნახავს საარჩევნო უბნებზე.

„ მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილება და წინსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ვიცხოვრებთ უკეთეს საქართველოში.

მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს ყველა ერთად ვნახავთ, მოლოდინი კი დიდია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

31.10.2020 08:38 დავით უსუფაშვილი: დღევანდელი დღე უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად

„ეს დღე იქნება ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილების დასაწყისი. ჩვენ ამის გვჯერა. საარჩევნო კამპანია დასრულდა. ახლა უკვე თავისი სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა და დარწმუნებული ვართ, ეს იქნება ძალიან მყარი გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებმა საქართველოში კონსტიტუციის ყველა ნორმის დაცვით უნდა ჩაიაროს.

„საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და რომ არავის აქვს უფლება მიითვისოს ძალაუფლება და პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდობიანად და ქართველმა ხალხმა თქვას თავისი სიტყვა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

31.10.2020. 08:31 ივანიშვილი: უმრავლესობით მოვალთ და ქართულ ოცნებას საშუალოდ 100 მანდატი ექნება პარლამენტში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.bidzina-ivanishvili_o_h.jpeg

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყის განვითარების 4 წელს.

„მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას და მთავარია რომ ადამიანის ღირსებას.

ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ისინი ამ მიმართულებას მისცემენ ხმას. მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე.

ჩვენ ყოველთვის სტაბილური კვლევები გვაქვს და ვფიქრობ, რომ არანაკლებ 55-60% ექნება „ქართულ ოცნებას“. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ უმრავლესობით მოვალთ და ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებას საშუალოდ 100 მანდატი ექნება პარლამენტში “, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

31.10.2020. 08:21 ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მეორე ტურს არ ველოდები

„დღეს არის საქართველოში, ზუგდიდში, არჩევნები და მე ხმა მივეცი საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ქალაქის განვითარებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული და ქვეყანა უფრო ძლიერი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდს განვითრების არსებული დინამიკის შენარჩუნების უნარის მქონდე ადამიანები სჭირდება.

„ზუგდიდს სჭირდება გუნდი, რომელიც მისი ინტერესების დაცვასა და იმ დინამიკის შენარჩუნებას შეძლებს, რომელიც ახლა გვაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუგდიდში პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცემა.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ ზუგდიდში მეორე ტური იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის მოსახლეობა მხარს დამიჭერს და მე მეორე ტურს არ ველოდები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

31.10.2020. 08:01 საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. დღეს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

👉პარლამენტში, რომელსაც ხალხი აირჩევს, პროპორციული სიით 120 და მაჟორიტარული სიით 30 წევრი შევა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის ხმები მიიღო.

👉პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1%-ს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1%-ისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.