არჩევნები 2020

არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

არჩევნები უსაფრთხოა! -
ცესკოს თავმჯდომარემ
ამომრჩევლებს
აქტიურობისკენ მოუწოდა
15:30 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

„31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.

ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია თამარ ჟვანიას განცხადებაში.

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმ...
44 წუთის წინ
შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდუ...
14:45
ახალგაზრდული მოძრაობის და ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. დღეს, 5...
14:39
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
14:19
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ”
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი
500 მუხის ნერგი დარგო

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ” „წითელ ნუსხაში“ შეტა...

მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
ქედის მუნიციპალიტეტი მოხალისეთა საერთაშო...
„აღსანიშნავია, რომ მოხალისეობა არაფორმალური განათლების ფარგლებში მოქმედი ეფექტურ...
ტრამპი ჯორჯიაში არჩევნების გაუქმებას ითხ...
„ჩვენს მიერ აღმოჩენილია ათიათასობით უკანონოდ მიცემული ხმა. ეს დოკუმენტურად არის...
შსს: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მი...
„სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...