არჩევნები 2020

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა

საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელი
14:24 18.10
დაკოპირებულია

„ჩვენ გვაქვს ხედვა განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკავაძემ ფოთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.

„ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა იმისთვის, რათა არსებობს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებას მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ პარლამენტის დასაკომპლექტებლად, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერებისთვის, არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი.

სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის მოქალაქე და ადამიანი, ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვაში, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის, უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა ქვეყანაში, ენერგეტიკის სექტორი, სადაც 20-ზე მეტი ახალი ელექტროსადგური არის აშენებული და არაერთი პროექტი განხორციელების პროცესშია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სიმბოლო იმ რეფორმების და სულისკვეთების, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებიც გააცნო და ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, ვზრდით დაფინანსებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა მიმართულება, სახელმწიფოს ფუნქციონირების, მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმების მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას მხარდაჭერა დაუდასტურა და მას წარმატებები უსურვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01
„ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთ...
21:42
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებ...
21:34
პირბადიანი მოქალაქეები

იტალიაში კოვიდინფიცირების 21 991 ახალი შემთხვ...

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 991 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას wo...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის...
„ეს ისტორია სასჯელაღსრულების სამინისტროს...
„კახა კახიშვილის დახმარებით, პატიმარი მამა საკუთარი შვილის სპექტაკლის პრემიერას...