მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია ყველგან პირველივე ტურში გავიმარჯვოთ

პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე Pia.ge

„მე ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული მართვა და მისი შემდგომი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გავატარეთ ქვეყნის განვითარების პროცესს უზრუნველყოფს და ამაში თითოეული მოქალაქის თანამონაწილეობა დღეს არის აუცილებელი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს.

„როგორც იცით, სხვადასხვა რეგიონში „ქართულ ოცნებას“ 55-60% ჰქონდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა დამაჯერებელ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენთვის. მადლიერი ვართ, რომ მოქალაქეები ჩვენ გვერდით დგანან.

2012 წელს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა. 2016 წელთან შედარებით კი ჩვენი გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია, რაც განპირობებულია იმით, რომ გვყავს უფრო კონსოლიდირებული გუნდი. რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს მომავალი და ჩვენი გუნდი ამის უზრუნველყოფას ყველაზე უკეთ მოახდენს.

ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და ღირსეულად ყველგან, პირველივე ტურში. თუ დაგვჭირდება მეორე ტური, რა თქმა უნდა, იქაც ღირსეულ ბრძოლაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.