მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: დღეს საქართველო მზადაა ჩაატაროს არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით

პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულში

„დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით და ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სენაკში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ამისთვის მას თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სჭირდება.

„ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ძლიერი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, უფრო სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მეტ ნდობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ინვესტორების მხრიდან ნდობას და ეს თავისთავად უკვე კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან და თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან.

სწორედ ამისთვის ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით. ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ირაკლი ხახუბია ღირსეულად შეძლებს ოლქის პარლამენტში წარმოდგენას.

„ის არის ღირსეული კაცი, საქმიანი ადამიანი, პროგრესული და თავისი მხარისთვის თავდადებული მოხელე და პოლიტიკოსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად შეძლებს თქვენი საამაყო საზოგადოება წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტში. სხვა უფლება არც ჩვენ და არც მას არ აქვს, განსაკუთრებით, ამ კუთხეში, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ისტორიას თავდადებული გმირები აჩუქა. სწორედ მათ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და როგორ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას და ხალხს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.