არჩევნები 2020

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ გუნდმა კარგად ვიცით რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას

პარლამეტის ხელმძღვანელი
12:58 18.10
დაკოპირებულია

„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ხობში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა და შეკრებილ ამომრჩეველს ის პრიორიტეტები დაუსახელა, რომელზეც მუშაობას „ქართული ოცნება“ მომდევნო წლებში გააგრძელებს.

„მოგეხსენებათ, არსებობს ცნობილი ფრაზა „იპოვე ათი განსხვავება“ და მართლაც, ჩვენ უნდა შევადაროთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრება დღეს და მაშინ, როდესაც გადმოვიბარეთ ხელისუფლება, რა იყო და რის გაკეთება შევძელით საზოგადოების, მოქალაქეების მხარდაჭერით. პირველი - ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად ხელმისაწვდომი, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა, სადაც სამედიცინო მომსახურება არ არის მხოლოდ მდიდრების და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია. მეორე - ჩვენ შევძელით განათლების ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, შევძელით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სფეროში, ხელფასების ზრდა და გვაქვს კარგი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ განათლება. ჩვენ შევძელით ინფრასტუქტურის განვითარება.

უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოა გაწეული, არის გეგმა, არის კონკრეტული დაფინანსება, შემდეგ წლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ შევძელით ეფექტური, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და პროგრესული საგარეო პოლიტიკის გატარება. საქართველო დღეს არის კიდევ უფრო მოწინავე პოზიციაში, ახლოს თავის დასავლელ პარტნიორებთან, სრულ თავსებადობაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქვს სტრატეგიული და მტკიცე თანამშრომლობა, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ შევძელით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა და დავასრულეთ დრო, როდესაც ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მოქალაქეთა ხმას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა და ხელისუფლების ხუთპროცენტიანი ელიტა წყვეტდა ქვეყანაში არჩევნების ბედს. ჩვენ შევძელით თავისუფალი და დივერსიფიცირებული მედიის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გაგრძელდება ძალისხმევა მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მეტი სამუშაო ადგილი, უფრო მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, მეტი ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა ბიზნესსა და საჯარო სამსახურში“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ პროფესიონალებს მადლობა გადაუხადა.

მან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას მხარდაჭერა გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ირაკლი ხახუბია პარლამენტში ოლქის ღირსეული წარმომადგენელი იქნება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
29 წუთის წინ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
55 წუთის წინ
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
20:41
27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაი...
20:37
კორონავირუსი,2020

ესპანეთსა და საფრანგეთში კოვიდინფიცირებულთა რ...

საფრანგეთსა და ესპანეთში ყოველდღიურად მძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. worldometers-ის განახლებული...
20:13
18:35
ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღ...
პრემიერი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ სახელმწ...
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალო...
ბათუმში ,,კუპატას” სახელობის ცხოველთა თა...
ბათუმში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტე...