მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა

ლელოს ერთ-ერთ ლიდერი

„ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახლა ნებისმიერ უბანზე ნებისმიერ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებული ძალაა.

„მე მინდა მოვუწოდო ჩვენს დამკვირვებლებს, ყველა უბანზე იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი ხმების დათვლის პროცესში, ეს არის გადამწყვეტი ეტაპი ახლა, რათა არ დავუშვათ არც ერთ ხმების დათვლის პროცესში რაიმე დარღვევა ან გაყალბება.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ხმა მისცა ქვეყნის მომავალს და თქვა დარწმუნებით, რომ ხვალიდან იწყება ახალი პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ დამარცხებული ძალაა, ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწარაფად მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი სურათი ამისთვის აუცილებელია ყველა საარჩევნო უბანზე დათვლის პროცესში იყოს მაქსიმალური მობილიზაცია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ეშინოდეთ

ბიძინა ივანიშვილი: ამომრჩეველმა სხარტი გონებით ისწავლა ანალიზი

„ქართული ოცნება“52.26 %, ენმ 25. 33% - „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.