არჩევნები 2020

ბეჟან წაქაძე: ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი გამოწვევა მუნიციპალიტეტში, რის გადალახვაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
21:09 20.09
დაკოპირებულია

„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პორველი საზრუნავი იყო ადამიანი და ამის დასტურად ჯანდაცვის რეფორმა დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ბეჟან წაქაძემ ქვეყნისთვის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე“ გაამახვილა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის მცხოვრებლები ევროპული განათლების მიღებას შესძლებენ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის რა მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემას საქართველოსთვის. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზესტაფონზე, როგორც ინდუსტრიულ ქალაქზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რვა წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზესტაფონში უამრავი პროექტი განახორციელა და ნელ-ნელა ლამაზდება ჩვენი რაიონი. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არის და მათ გადალახვაში ჩემს ზესტაფონს დავეხმარები. სამრეწველო ინდუსტრიის ქალაქია ზესტაფონი - ეს არის საქკაბელი, ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, დიდი შრომა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ძველ მოცულობებს დაუბრუნდეს ეს ორი ქარხანა და გაცილებით დიდი შემოსავალი მიიღოს ზესტაფონმა”,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კანდიდატის თქმით, იგი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ზესტაფონში განვითარდეს მცირე ბიზნესი, რაშიც მან აღნიშნა, დიდი გამოცდილება აქვს.

„გამოცდილებას, ძალას და ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემს რაიონში განვითარდეს ეკონომიკა და განვითარდეს მცირე ბიზნესი. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და ყველაზე კარგად რაც შემიძლია, სწორედ ეს თემაა. გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ყველა წამოწყებას, ამა თუ იმ სფეროში, ჩემი გამოცდილებით ბიზნესის დაწყების სფეროში, აუცილებლად დავეხმარები. ვამაყობ იმით, რომ ვარ ზესტაფონელი. ვამაყობ იმით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი გამოწვევა ჩემს რაიონში, რომ მის გადალახვაში ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა”,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
32 წუთის წინ
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
46 წუთის წინ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
20:50
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
20:41
ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიც...

27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაი...
პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: არ მჭი...
„მე ეს კვლევები არ მჭირდება, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრ...
18:35
ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღ...
პრემიერი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ სახელმწ...
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალო...