მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია: ამომრჩეველთა უმრავლესობამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში ცვლილებებს.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ფოთში, ხობსა და სენაკში მეორე ტური იქნება, სადაც ერთმანეთის კონკურენტები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან.

„ყველა წინასწარი მონაცემით რაც ჩვენ გვაქვს დასტურდება ის სურათი, რაც ლეგიტიმურ ეგზიტპოლებში იყო. ჩვენს მიერ სანდო ეგზიტპოლებში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველის ხალხისაგან ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა და ზეწოლის, რომელიც იყო მთელი ამ საარჩევნო კიამპანიის დროს და დღესაც მიმდინარეოდბა საგანგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში, ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი.

სამწუხაროდ, საბოლოო შედეგი მანდატების გადანაწილების გადაწყდება მეორე ტურში. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურეში ყველამ უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების, მისი გარემოცვის, მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საერთო სურათი უკვე არის, რომ ივანიშვილს არ აქვს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან მანდატი, რომ მართოს ქვეყანა და ეს ამბავი უნდა გაფორმდეს მეორე ტურში,“ - განაცხადა ბოკერიამ.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვახტანგ ძაბირაძის შეფასება

🔴„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებმაც 50%-იანი ბარიერი გადალახეს

🔴არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)