მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუბა კიკაბიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი

თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ შემაჯამებელ შეხვედრაზე საზოგადოების წინაშე პარტიის სიის პირველი ნომერი, მსახიობი ბუბა კიკაბიძე სიტყვით წარსდგა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს თბილისში ამდენ ხალხს ერთად ვხედავ. ყველას გკოცნით, ძალიან მიყვარხართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე სხვა ცხოვრება დაიწყება“,- აღნიშნა ბუბა კიკაბიძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბუბა კიკაბიძემ 2 სიმღერა შეასრულა. ერთის ტექსტის ავტორი თავად არის. მეორე სიმღერა „თბილისო“, რომლის ნაწილიც რუსულად შეასრულა.