მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლების 5%-იანი მხარდაჭერა აქვს

ერთიანი საქართველო

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას ამომრჩევლების 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ბურჯანაძის თქმით, ეგზიტპოლების შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ თითოეულ ხმას დაიცავს.

„ეგზიტპოლის შედეგები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ყველა ეგზიტპოლის ჩამტარებელი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 50%-მა არ გასცა პასუხი ვის მისცა ხმა. მე მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება 2013-2014 წლების, როცა 10-11% მივიღე და ეგზიტპოლში 1% მეწერა. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ხმები არის ყუთებში. ჩვენ გვირეკავენ ადგილებიდან სადაც გაიხსნა ყუთები და ამოდის ხმების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 5%-ის მოპოვებას. სამწუხაროდ მეტი არ არის ჩვენი მხარდამჭერების აქტივობა.

გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავეხმარო იმ ადამიანებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებს, რომლებიც ახლა ერთობლივად იცავენ ჩემი და სხვა რეალური ოპოზიციური პარტიების ხმებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 ვინ ლიდერობს „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით

👉 ეგზიტპოლების შედეგები „მთავარი არხის“ მიხედვით

👉 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა