არჩევნები 2020

დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! - ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას

ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას
16:36 კვი. 25 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები.

„იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეო რგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

„გაცნობებთ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

tsesko_o_h.jpeg

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, დაბა ქედაში, ახალგაზრდების ინიციტივით -...
14 წუთის წინ
ალიევის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანულმა ჯარმა დაიკავა ჯებრა...
15 წუთის წინ
როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზ...
24 წუთის წინ
მისი თქმით, ტესტირება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. „ტესტის გაკეთება ყველა ადამიანს...
24 წუთის წინ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება

ლანჩხუთში ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკები...

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ინფოემაც...
32 წუთის წინ
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი გარდ...
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალ...
12:52
ბერდია სიჭინავა: შექმნილია სპეციალური სა...
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წი...
აკაკი საღირაშვილი: ჩვენი მიზანია, ციფრულ...
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევ...