მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაპირისპირება სამგორის საარჩევნო უბნებზე (ვიდეო)

დაპირისპირება სამგორსში

სამგორის რაიონში ერთი სკოლის ტერიტორიაზე გახლავთ 3 საარჩევნო უბანი, ესენია : N24, N25 და N26, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მომხრეებსა და „ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის“.

„მინდა მაყურებელს სიმშვიდისკენ მოვუწოდო. გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ თქვენი ხმა იქნება დაცული. საჭირო თუ გახდა ყველა მოქალაქის ხმას ფიზიკური დაპირისპირებითაც დავიცავთ“, - ამის შესახებ „ენმ - ძალა ერთობაშია-ს“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში საუბრისას განაცხადა.

🔊დღეს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

🔴 ინფორმაციისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.