მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება

პრემიერ მინისტრიი

დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წერტილოვანი შეზღუდვები, პარალელურად კი ინფიცირების მატება მოსალოდნელია, რომლის მართვის რესურსიც არსებობს.

„არჩევნები საქართველოში კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, საარჩევნო უბანი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით იქნება ისე მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა.

არჩევნებზე არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს აბსოლიტურად ღიად, ერთადერთი მოქალაქეებთან ერთად, რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს დაიცვან წესები“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება.

„მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად და რაც მთავარია უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 იგეგმება თუ არა კორონავირუსის გამო ქვეყნის ჩაკეტვა?

👉 გახარია: პირველი ტალღის დროს ლოქდაუნი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

👉 გიორგი გახარია თვითიზოლაციაში არ გადადის