მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ჟიული შარტავას, გენო ადამიასა და გურამ გაბისკირიას სამშობლოში ოკუპაციას ვერასდროს დავივიწყებთ

პრემიერი წარდგენაზე

„სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს. აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთის, ხობისა და სენაკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, სენაკში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა, ყველამ ერთად იშრომოს, რათა სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც თბილისაა და ევროპის დიდ ქალაქებშია.

„მე აქ ბავშვობა მაქვს გატარებული და ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია და პასუხისმგებლობა თქვენთან ჩვენი კუთხის, სამეგრელოს, სენაკის, საქართველოს მომავალზე საუბარი. განსაკუთრებით აქ, ნოქალაქევში, არქეოპოლისში, ციხეგოჯში, რომელიც ჩვენი წარსულის ყველაზე დიდი მაგალითია. ანტიკური პერიოდიდან აქ ვითარდებოდა ცივილიზაცია. განსაკუთრებით აქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას აბსოლუტურად სულ სხვა ფასი აქვს. სენაკში, რომელმაც სამშობლოს აჩუქა სამი ეროვნული გმირი და ეს ის ხალხია, რომელთა წინაშეც ჩვენ ქედიც უნდა მოვიხაროთ და მათი ცხოვრების პრინციპები და ფასეულობები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

ეს არის ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ ცხოვრება წარმატებულად და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, როგორც ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით, მაგრამ ამის გასაკეთებლად ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ვიშრომოთ იმისთვის, რომ სენაკში ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თბილისში, დიდ ქალაქებში, ევროპაში,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

„ბოლო წლების განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯულია დაახლოებით 70 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება მინიმუმ ოთხჯერ, ან ხუთჯერ უფრო მეტი, ეს დამოკიდებულია მუნიციპალიტეტზე, ვიდრე ეს იყო გაკეთებული ბოლო 8 წლის განმავლობაში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტების, სოფლების დონეზე კომფორტული პირობების შექმნა ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

სენაკს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს.

აქ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ ამ პროექტსაც დაავიწყებთ. აქ ასევე უნდა იყოს სპორტული კომპლექსი, რომელსაც ავაშენებთ. ამ ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ 2021 წელს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ ერთად“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას და შეუძლებელია საქართველოს სწრაფი განვითარება, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის გარეშე.

„ის, რასაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევას ვეძახით, ეს არის, რა თქმა უნდა, ოკუპაცია. ჩვენი მთავარი მიზანი, განსაკუთრებით აქ, სამეგრელოში და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების, არამედ საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის წარმატებაც არის, ჟიული შარტავას სამშობლოში, გენო ადამიას სამშობლოში და გურამ გაბისკირიას სამშობლოში, რა თქმა უნდა, ჩვენ ოკუპაციას ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ. ყოველთვის რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.