მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს

სტრატეგია აღმაშენებელი

სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა.

„უნდა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე“. - აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე შეიკრიბონ და საკუთარი ხმები დაიცვან.

მისი თქმით, საბოლოო შედეგი განსხვავებული იქნება, რადგან გამოკითხული მოქალაქეების 50-მა პროცენტმა ეგზიტპოლის კითხვებს არ უპასუხა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა. ეს იყო მოთხოვნა, თან ყველა ეგზიტპოლს ახლავს, ზოგს ახლავს ეს ინფორმაცია რომ 50%-მა პასუხი არ გასცა კითხვას. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ სხვა შედეგი იქნება და ჩვენც გაცილებით კარგ შედეგებს ველოდებით. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენს მოხალისეს მოვუწოდებთ – მაქსიმალური მობილიზება, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები. ეს არის ახლა გადამწყვეტი, რომ არ მივცეთ გაყალბების უფლება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

📌ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.