მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გივი მიქანაძე: „ქართული ოცნება“ ხმების გადათვლისთვის მზადაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი

„ქართული ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხმების გადათვლისთვის მზადაა.

„ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ ნებისმიერი პროცესისთვის, რომელიც აპელირებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის, გადათვლის პროცესისთვის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყო.

„მნიშვნელოვანი იყო ამ დიალოგის დაწყება და ის პროცესი, რომ ჩაინიშნა კიდევ ერთი რაუნდი. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა. ბატონმა არჩილმა წარადგინა ის დეტალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და სრულიად საქართველოს რამდენიმე დღის წინ გავაცანით.

ჩვენ ამ პოლიტიკური დიალოგისგან ველოდებით იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემა და იმ დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომელიც უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში გადაიყვანს ამ პოლიტიკურ ურთიერთობებს და რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

👉ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.