მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ენუქიძე რაჭაში მოსახლეობას შეხვდა

გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მერობის კანდიდატთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად ამჯერად მოსახლეობას რაჭის უძველეს სოფელში, ჭიორაში შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მიგრაციაა ჩვენი რეგიონის მთავარი გამოწვევა და სოფელი ჭიორაც ამის დადასტურება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მშენებლობის უწყვეტ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მიგრირებული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად“, - განაცხადა ენუქიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.