მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს გამოწვევების დასაძლევად

მეშველიანი შეხვედრებზე

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს შიხილოს, სამღერეთს, ჭივჭავს, გოლთეთს, წინწყაროს, ქოსალარს, დურნუკსა და ხაიშს საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მოქმედ მაჟორიტართან გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ეწვია.

მმართველი გუნდის კანდიდატმა, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება, რომელთა დასაძლევად ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს. ახლახანს, გამოცხადდა 65 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი და 15 სოფელში, ძალიან მალე გადაიჭრება წყლის პრობლემა. აღნიშნულ საკითხზე საპროექტო და საფინანსო რესურსების მოძიებისთვის საჭირო სამუშაოები ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.