მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე: ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ!

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ იმარჯვებს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ხმებს იცავენ და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და გაყალბების არცერთ მცდელობას.

არჩევნები უცნაური და ჭრელი იყო. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ქუთაისში, დეკორაციები კარგად შესახედი იყო ყველაფერი წყნარად და მშვიდად ჩატარდა, ექსცესების გარეშე“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

🚩ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

☑️ ელენე ხოშტარია: ოპოზიცია ჯამურად უგებს ხელისუფლებას

☑️ Ipsos: ვინ ლიდერობს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში