მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინაშვილი: ვერანაირი გარემოებით ვერ აიხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა 3%

პატრიოტთა ალიანსი

„ვერანაირი გარემოებით ვერ აიხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა ასეთი დაბალი მაჩვენებელი ანუ 3%“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ინაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჩააბარა.

„თავიდანაც არ მესმოდა და ახლაც არ მესმის რას ნიშნავს სატელიტი. თავიდანვე ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს,„ქართული ოცნების“ არაერთი მინისტრი თუ თანამდებობის პირი იყო ან „ობიექტივის“ წამყვანი ან ჩვენი თანამებრძოლი. მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ გაემიჯნა მთავარ ღირებულებას, ჩვენ რა თქმა უნდა აღმოვჩნდით სხვადასხვა ნაპირზე და ბანაკში. ის იყო ბრძოლის სხვა ეტაპი და იმ იდეალებს დიდი ხანია „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა.

ყველაზე მთავარ დაპირებას სამართლიანობის აღდგენას უღალატა და თითქოს თითს ჩვენკენ იშვერენ, რომ თითქოს ვიღაცის თამაშს ვთამაშობთ. „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, პირველად არ გაუყალბებია სხვათაშორის. პირველად გააყალბა საგარეჯოში. დღეს მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება, ვერანაირი გარემოებით ვერ იხსნება „პატრიოტთა ალიანსს“ როგორ უნდა ჰქონოდა ასეთი დაბალი პროცენტი ანუ 3%.

ეს არის აბსოლუტური აბსურდი. საარჩევნო პროცესი მთლიანად ჩაბარებული ჰქონდა ბატონ ირაკლი კობახიძეს. ის მართავდა ამ პროცესს. ტექნიკურად კობახიძის ჯგუფი მართავდა არჩევნებს. რაც მოხდა ამაზე პასუხისმგებელია სწორედ „ქართული ოცნება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების გზით, ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ, არავისთან არ ვაპირებ არანაირ შეერთებას. ჩვენ ეს კამპანია ახლა კი არ დაგვიწყია, მრავალი წელია ამ ბრძოლაში ვართ“, - დასძინა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

🔴 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

🔴 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

🔴 ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაშაძე: ეროვნული ერთობა მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ

თინა ბოკუჩავა: მოპარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები არ გვჭირდება

ბაქრაძე: ამ არჩევნების შედეგად ლეგიტიმური პარლამენტი ვერ შეიქმნება