მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას

ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო უბანზე

„ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იყო ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი, რომელმაც ზუგდიდში ხმა მისცა.

მისი თქმით, მან ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მისცა.

„მე ხმა მივეცი გამარჯვების საბოლოო გაფორმებას. როგორც იცით, ზუგდიდში პირველი ტური ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენს კონკურენტებთან და დარწმუნებული ვარ დღესაც ზუგდიდელები იაქტიურებენ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი.

ეს უკვე ზუგდიდისთვის ტრადიცია ხდება როგორც წესი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მეორე ტურში არ მონაწილეობენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით უნდა უგულებელყო ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე დარწმუნებული ვარ ზუგდიდელები კიდევ ერთხელ იაქტიურებენ და საკუთარ არჩევანს გააკეთებენ”,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში მისი კონკრენტი ენმ-ს კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოში დღეს 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარა განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.