არჩევნები 2020

ირაკლი ჩიქოვანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ორაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ტურიზმის სფეროსთან
00:13 19.10
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სექტორში პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ მხარდასაჭერ პროექტებზე ისაუბრეს.

„შეხვედრა ზუგდიდში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან გვქონდა. ეს ის ხალხია, რომლებიც სასტუმროების, ან საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები არიან. შეხვედრაზე გვესწრებოდა მარიამ ქვრივიშვილი, ჩვენი გუნდის წევრი, ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და რომელსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი მთლიანად საქართველოში, ზუგდიდსა და სამეგრელოში.

პანდემიამ ტურიზმის სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვამა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე და მისი განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა იქნება.

„ზუგდიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელიც მოგვცემს შანსს უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმი ჩვენს ქალაქში, უფრო მეტი შემოსავალი მოიტანოს და, რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი შესძინოს ზუგდიდს.

ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ზუგდიდში ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განუხრელი დაცვა დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სახელმწიფოს მაქსიმალური მობილიზებით, ჩვენ დავძლევთ ვირუსს და ახალი ძალებით ავამუშავებთ ტურისტულ სექტორს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიოქვანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...