მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ქადაგიშვილი: მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის ინტერესების დამცველი უნდა იყოს

თელავის, ახმეტის, ყვარელის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

დღეს, 10 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა დაიწყო. მათ წარადგინეს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატობის კანდიდატი საზოგადოებას აქტიური საარჩევნო კამპანიას ჰპირდება.

„მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის ინტერესების დამცველი უნდა იყოს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატობის კანდიდატი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების გზას მოსახლეობასთან საუბარსა და მათი ინტერესების დაცვაში ხედავს. წყალმომარაგება კი არის ნომერ პირველი ინფრასტრუქტურული საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს გამარჯვების შემდეგ.

„გამარჯვების შემდეგ, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება მეტი საშუალება მივცეთ მუნიციპალიტეტს, რომ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეძლოს მან ჩვენი მოაქლაქეებისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება. საპარლამენტო არჩევვნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.