მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გარდატეხა შევიტანეთ პოლიტიკურ პროცესსა და სისტემაში. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი.

„ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ შთამბეჭდავი წარმატებით დავასრულოთ ეს არჩევნები. ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ჩვენი პარტიაც აწარმოებს თავის სოცილოლოგიურ კვლევებს დაქირავებული კომპანიების მეშვეობით და ის მონაცემები, რომელიც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ „ ქართული ოცნება" დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, მმართველ გუნდს შეუძლია დაახლოებით 100 მანდატის მოპოვება, რაც შექმნის ყველანაირ პირობას იმისათვის, რომ კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბოს მთავრობა და გააგრძელოს ქვეყნის განვითარების პროცესი.

„ზოგადად, მიჩნეულია, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიის წამახალისებელი ფაქტორი, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი და ქართული რეალობა არის განსხვავებული იმ კოტექსტისგან, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ სპექტრში არის ისეთი სურათი, რომ რეალურად შეუძლებელია რაიმე ტიპის ჯანსაღი კოალიციური ხელისუფლების ფორმირება. აქედან გამომდინარე, დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების შემდეგ ექნება ერთპარტიულად მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა იმ საქმის კეთების გაგრძელება, რომელიც 2012 წლიდანაა დაწყებული. ჩვენ გარდატეხა შევიტანეთ პოლიტიკურ პროცესსა და სისტემაში. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი, გამოსასწორებელი და მოხარული ვართ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც გვექნება საზოგადოებისგან ამ საქმის გაგრძელების მანდატი. სხვადასხვა მიზეზის გამო, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება კოლაიციაში შესვლა რომელიმე პოლიტიკურ სუბუექტთან. ზოგან მიზეზია წარსული, ზოგან საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ა. შ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი ღირებულებები და აქ არის თვისებრივი შეუთავსებლობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც ართულებს კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.