მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი 53,9% - ხატია დეკანოიძე 21,0% - Survation-ის კვლევა ისნის მაჟორიტარულ ოლქში

კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის წინასაარჩევნო გამოკითხვა ისანში - 30.09.2020

კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ისნის ოლქშიც ჩაატარა.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

  • კახა კახიშვილი „ქართული ოცნება" - 53,9%

  • ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,0%

  • გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელი" -15,1%

  • დავით ჭიჭინაძე „ტრიბუნა" - 5,5%

  • ლანა გალდავა „ლელო" - 2,3%

  • სხვა კანდიდატი -2,2%.

პარტიული რეიტინგები იმავე მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • „ქართული ოცნება" - 55,7%

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,7%

  • გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,8%

  • „ევროპული საქართველო" - 4,5%

  • „ლეიბორისტული პარტია" -3,5%

  • „პატრიოტთა ალიანსი" - 2,9%

  • „გირჩი" - 1,9%

  • „ლელო" - 1,6%

  • „ერთიანი საქართველო" -0,4%

  • „სხვა პარტიას ანიჭებს უპირატესობას - 4,0%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

  • 68% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას

  • 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას

  • 50/50ზე პასუხი აქვს -16%-ს

  • არ მიიღებს მონაწილეობას ამბობს - 8%

  • არ ვიცი/ უარი პასუხზე კი,- 2,%

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.