არჩევნები 2020

კახა კახიშვილი გიორგი ვაშაძეზე: დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, ფინანსური უზრუნველყოფაც აქვს, ვისთვის ვისთვის და მისთვის ვერ ვხედავ ოცნება რომ დამსხვრეულია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
20:33 16.10
დაკოპირებულია

„გიორგი ვაშაძე იყო ერთ-ერთი ჩინოვნიკი იმ წინა ხელისუფლების დროს და ზუსტად „ქართული ოცნების“ პერიოდში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პოლიტიკოსად მზარდი რეიტინგით“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებას, რომ „ქართული ოცნება“ დამსხვრეულია.

კახიშვილი ოპონენტს წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში თავად ვაშაძეს ბევრი ოცნება აუსრულდა.

„ვერ ვხდები რატომ არის დამსხვრეული ოცნება, რამდენი გააკეთა „ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რამდენი რეფორმა განხორციელდა, დაწყებული უფასო ჯანდაცვის პროგრამით, არ ვსაუბრობ პენიტენციურ სისტემაზე. პირადად გიორგი ვაშაძისთვის რატომ არის „ქართული ოცნების“ პერიოდი დამსხვრეული ვერ გავიგე. რეალურად, თუ დღეს შევაფასებთ მის მოღვაწეობას, გიორგი ვაშაძე იყო ერთ-ერთი ჩინოვნიკი წინა ხელისუფლების დროს და ზუსტად „ქართული ოცნების“ პერიოდში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პოლიტიკოსად მზარდი რეიტინგით. დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, ფინანსური უზრუნველყოფაც აქვს, ვისთვის ვისთვის და მისთვის ვერ ვხედავ ოცნება რომ დამსხვრეულია. სხვა შემთხვევაში სხვანაირად შეფასებელია როგორ ეზრდება რეიტინგი ტყუილებით და რეკლამებში ჩაყრილი ათასობით ფულით. ხომ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ პოლიტიკოსად, პარტია შექმნა, პრემიერობის ამბიცია გაუჩნდა, როგორც ვხედავთ, ფინანსური უზრუნველყოფაც აქვს, ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ „ოცნება“ მისთვის დამსხვრეულია. „ქართული ოცნების“ პერიოდში ბევრი ოცნება ასრულდა თავად ბატონ ვაშაძისთვის და მინდა მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

აგრეთვე, წაიკითხეთ: 👉 კახა კახიშვილმა გიორგი ვაშაძეს საჩუქრად საათი დაუტოვა

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შეს...
16:27
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“...
16:26
„ბიძინა ივანიშვილს ჩემსავით შანსი აქვს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს“, - ამის შესახებ საქ...
16:22
სომხეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული სოფლების დაბომბვას. ამის...
15:43
აფეთქება ქაბულში ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას...
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათო...
11:58
კოვიდინფიცირებულებიდან 429 პაციენტი მძიმ...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილ...
„პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიც...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020...
მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და...