არჩევნები 2020

კახა კახიშვილი: რაც უფრო მეტად ღირსეულად იქნები წარმოჩენილი ბრძოლაში, მეტად შეინარჩუნებ სახეს

უმრავლესობის წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“.
21:52 19.09
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივისცემით არის განწყობილი და მათ წარმატებას უსურვებს.

კახიშვილის თქმით, ოპონირება არ უნდა მოხდეს პიროვნების ღირსების შელახვის საფუძველზე.

„ჩემი ოპონენტების მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი. უბრალოდ თამაშის წესები არის თამაშის წესები. ყველას ვუსურვებ წარმატებას. ოპოზიციაში როცა ხარ, ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას აქვს ჩარჩოები. ეს არ უნდა მოხდეს პიროვნების ღირსების შელახვის საფუძველზე. შენ შეიძლება გქონდეს სხვა პროგრამა, მე კი სულ სხვა, მაგრამ მე თქვენს პიროვნულ თვისებებზე არ უნდა გავაკეთო ორიენტაცია.

ასე რომ თამაშის წესები არის თამაშის წესები. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ღირსეულად იქნები წარმოჩენილი თუნდაც ბრძოლაში, მით უფრო მეტად შეინახავ სახეს. მე წარმოვადგენ გუნდს, ამავდროულად მე მყავს ჩემი მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც გვენდობიან. ასე რომ, ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა კახიშვილმა „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კვლევებს, კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული სოციალური კვლევების არ ჯერა.

„არასდროს არ მჯეროდა აქ ჩატარებული სოციალური კვლევების, მართლა გეუბნებით. როგორ მოხდა ისე, რომ არცერთ სოციალურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც კითხვით მომმართავდა. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. არ მჯერა იმ შედეგების, რომელიც იდება, რადგან მათი დამკვეთები არიან პოლიტიკური სუბიექტები“, - დასძინა კახიშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ...
44 წუთის წინ
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
48 წუთის წინ
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
56 წუთის წინ
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
21:16
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2

სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების შ...
დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად...
ვახტანგ გომელაური: ვზრუნავთ თანამშრომლებ...
წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სა...
პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: არ მჭი...
„მე ეს კვლევები არ მჭირდება, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრ...