მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ ქვეყანა სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა

ოცნების წევრი

„2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სენაკში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია სურთ.

„მათი ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანის მცდელობებს. თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ზუსტად ამჩნევს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მოქალაქეებზე.

„ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც კახა კლაძემ განაცხადა, ქვეყანას საგარეო გამოწვევებიც აქვს, რომელის ერთობლივი მუშაობით უნდა დავძლიოთ.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის. ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია. თუმცა, „ქართული ოცნების“ ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ.

დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.