არჩევნები 2020

კახა კალაძე: განათლება ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია

კახა კლაძე ფოთში
13:28 18.10
დაკოპირებულია

„ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საქართველოს ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კუთხით. ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება, რომელშიც ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული და რომელიც დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს მომდევნო წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, რომელმაც ჩვენი შვილების, შვილიშვილების ნათელი მომავალი უნდა უზრუნველყოს. თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან კონკურენცია შესაძლებელია, თუ გვექნება კარგი განათლება და გამართული განათლების სისტემა.

სწორედ ამისთვის გამოიყო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაშივე, წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების დონის განათლების მიღება შეეძლებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ განათლებული მოქალაქეებისგან და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ ამ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და ფოთის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ეროვნული ბანკის ცნობით, 29 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2338 ლარი შეადგინა...
25 წუთის წინ
„ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენე...
30 წუთის წინ
საფრანგეთის ქალაქ მონფავეში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რო...
40 წუთის წინ
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
49 წუთის წინ
ფინანსთა მინისტრი

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის...

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
50 წუთის წინ
შსს „ენმ-ის“ წინასაარჩევნო კამპანიის დას...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ წ...
რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალი ხე...
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიები სამკურნალო, სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო...
საქართველოს თავზე ამერიკული უპილოტო სადა...
ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Northrop Grumman RQ-4 Global Hawk ს...