არჩევნები 2020

კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანა

კახა კალაძე
12:00 18.10
დაკოპირებულია

„2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა, მათ შორის თქვენ, სიცოცხლე და პირადი კომფორტი გვერდზე გადადეთ, როდესაც მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ვითარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ ხობში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანა და განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ სხვა სფეროებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„დღეს, როდესაც ჩვენი შვილები სკოლებში მიდიან, მათ სახელმძღვანელოები ყოველგვარი გადასახადების გარეშე მერხებზე ხვდებათ. გაზრდილია სტუდენტების დაფინანსება და მხარდამჭერი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. მუდმივად იზრდება პედაგოგების ხელფასები.

მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის პროგრესის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - უახლესი ამბები (LIVE)

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ საპარლამენტო არჩევნებზე მიმდინარე უახლეს...
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ჯამ...
52 წუთის წინ
„ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობ...
53 წუთის წინ
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას თქმით,...
00:52
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მონაცემებზე ი...
00:47
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდება“ - ვა...

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში პოლიტიკურ პროგნ...
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიამ ჩემთან დარე...
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ...
ნანუკა ჟორჟოლიანი ეგზიტპოლზე: „იმედი“ კი...
ცესკოს შედეგები, მთავართან ყველაზე ახლოს იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრ...
ალეკო აღარ გვისმენს! - ნომერი გამორთულია...
პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აღარ გვისმენს, მისი ტ...