მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: წარმატებულ საქართველოს მივეცი ხმა

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე თავისი პოზიცია  საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა წარმატებულ და სტაბილურ საქართველოს მისცა.

„დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.