მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება" 65,9%, „ნაციონალურ მოძრაობა" 19,4% - Survation -ის კვლევა ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში

კვლევითმა ორგანიზაციამ ქედასი წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა - 30.09.2020

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჭარაშიც ჩაატარა.

შეკითხვაზე, დღეს რომ ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

- 83% თითქმის დარწმუნებულია,

- ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 6%

- 50-50 - 9%

- არ მივიღებ მონაწილეობას კი, - 2% აცხადებს

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

ანზორ ბოლქვაძე „ქართული ოცნება" - 65,1%.

მიხეილ ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,9%.

ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელო" - 5,3%.

ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველო" - 3,3%.

ზორბეგ ბერიძე „პატრიოტთა ალიანსი" - 1,2%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 3,2%.

აჭარის ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

- „ქართული ოცნება" - 65,9%.

- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,4%.

- გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4,2%.

- „ლელო" - 4,2%.

- „ევროპული საქართველო" - 3,0%.

- „პატრიოტთა ალიანსი" - 1,0%.

- „ლეიბორისტული პარტია" - 0,8%.

- „თავისუფალი დემოკრატები" - 0,5%.

- სხვა - 1,0%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.