მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ბათუმისა და აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

რესან კონცელიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მმართველი გუნდის კანდიდატებმა, აღნიშნულ ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„აგრეთვე, მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზები დასახეს. შეხვედრისას დეპუტატობის კანდიდატმა იმ წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც უკვე ბათუმის მასშტაბით განხორციელდა და სამომავლოდ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებასაც დაჰპირდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.