მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების" კანდიდატს - 56%, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს კი - 33% აქვს - Survation-ის კვლევა მარნეული-გარდაბნის ოლქში

Survation-ის კვლევა მარნეული-გარდაბნის ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

მარნეული-გარდაბნის ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს:

  • 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს
  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%
  • 50-50- 13%
  • არ მივიღებ მონაწილეობას - 4%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

მარნეული - გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:

    • ზაურ დარგალი „ქართული ოცნება" - 56%
    • აზერ სულეიმანოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%
    • აჰმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველო" - 5%
    • მურად მურადოვი „ლელო" - 5%
    • ალი ბადიროვი „ლეიბორისტული პარტია" - 1%

პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასეთია:

    • „ქართული ოცნება" - 54%
    • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42%
    • „ევროპული საქართველო" - 2%
    • „ლელო" - 1%
    • „ლეიბორისტული პარტია" -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.