არჩევნები 2020

კობახიძე: არჩევნების დღის გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი ინციდენტების პრევენცია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი
12:46 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციური ძალები პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ.

დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები - „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე, არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.

„ბოლოს, კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა. გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად აღნიშნულ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში.

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს. ამასთან, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ჩამოსცდება ნაცმოძრაობა 19 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო ანტიევროპული საქართველო - 4 პროცენტიან ნიშნულს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ფოთის სასამართლო

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების...

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 სა...
5 წუთის წინ
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:35
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის უბნები, სადაც 30 ნოემბერს ელექტროენე...

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
20:11 კვი. 29 ნოემბერი
ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შ...
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლ...
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...