არჩევნები 2020

კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მიზანია საარჩევნო გარემოს ჩრდილი მიადგეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე
12:38 ხუთ. 29 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ქართული ოცნება- დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენება.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება.

„ჩვენ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მედიასაშუალებებს რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას რადიკალური ოპოზიციის იმ გეგმების შესახებ, რომელთა მიზანი საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებაა.

ამჯერად, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს უკავშირდება: პირველი, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით.

გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა.

ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის.

იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი.

მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა.

იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ასევე იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის.

„იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც. იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ.

იგეგმება მარკირება გავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა.

იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ. იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა. იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.

იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით.

იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად. უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ - ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა.

საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ეს არის ის ძირითადი დესტრუქციული ქმედებები და მათი ჩამონათვალი, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისათვის აქვს მოაზრებული. შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებების უმეტესობას ისინი წინა არჩევნებზეც მიმართავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რეალურად ჩრდილი ვერ მიაყენეს საარჩევნო პროცესს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ფოთის სასამართლო

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების...

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 სა...
15 წუთის წინ
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:35
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის უბნები, სადაც 30 ნოემბერს ელექტროენე...

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
20:11 კვი. 29 ნოემბერი
ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შ...
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლ...
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...