მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე იყოს მკაცრი რეაგირება“ - ვახტანგ გომელაური

გომელაური მარნეულში

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები - თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016-ში, ვერც 2018-ში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება“ , - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადების მიხედვით, პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება - ვერც ერთი პოლიტიკური
პარტია ვერ იტყვის, რომ მათ რეაგირება არ მოვახდინეს.

„ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.